გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს წინა ხელმძღვანელმა, სოსო ჩხაიძემ განცხადება ზეწოლის შედეგად დაწერა, თენგიზ ხელაძემ უარყო.
ჩვენ დავუკავშირდით ყოფილ ხელმძღვანელს, სოსო ჩხაიძეს. მან გვითხრა, რომ განცხადება საკუთარი ნებით დაწერა და მასზე არანაირი ზეწოლა არ გახორციელებულა. მან გავრცელებულ ინფორმაციას სრული აბსურდი და ჭორი უწოდა.