ქუჩებში აქციის მონაწილეები გამვლელებს ტკბილეულს ურიგებენ, ფერად საჰაერო ბუშტებს ჩუქნიან და ყველას ერთსა და იმავე ფრაზას უმეორებენ: “შენ აკეთებ სიკეთეს დღეს ჩემთვის, მე გავუკეთებ სხვას”.
ნინო ვაშაყმაძე, “თაობათა დიალოგი”-ს გამგეობის წევრი: “საქართველოში სიკეთის კეთებისკენ მოწოდების აქცია 2010 წლიდან უკრაინული ორგანიზაციის _ “სიკეთის ეპიდემიის” ხელშწყობით ხორციელდება. სამეცნიერო-ინტელექტუალური ორგანიზაციის – “თაობათა დიალოგის” ინიციატივით სიკეთის საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქუთაისში უკვე ტრადიციად იქცა. წელს ეს აქცია უფრო მასშტაბურია, უფრო ფერადი და უფრო მეტი ადამიანია ჩართული. აქციის მიზანია საზოგადოებას გადავცეთ მეტი პოზიტივი და ვუთხრათ მათ, რომ აკეთონ მეტი სიკეთე. ძალიან გვინდა კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ აქციაში და დავმუხტოთ ერთმანეთი სიკეთის ეპიდემიით”.
აქციის დასასრულს ახალგაზრდებმა ერთმანეთს და ქუთაისელებს ფერად ფურცლებზე გადატანილი კეთილი სურვილები გადასცეს.