სამართალდამცავებმა საკრებულოდან 2011-2012 წლების ოქმები წაიღეს. ამ ინფორმაციას, ჩვენთან საუბრის დროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმის წარმოების, საორგანიზაციო და იურიდიული განყოფილების უფროსი, ლაშა თავაძე ადასტურებს. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, პროკურატურა უფრო მეტად სოფლის განვითAრების პროგრამით და შესყიდვებით არის დაინტერესებული. პროკურატურის შესვლასთან დაკავშირებით, საკრებულოში ვრცელ კომენტარებს არ აკეთებენ. ოზურგეთის რაიონული პროკურორის, კახა კოჩივარის თქმით, სოფლის განვითარების პროგრამასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის ძიება და ამასთან დაკავშირებით, ამოიღეს დოკუმენტები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში. მისივე თქმით, საქმე ეხება სოფლის განვითარების პროგრამით, 2011-2012 წლებში გახორციელებულ საქმიანობას.