“რა თქმა უნდა, კითხვები მქონდა ამნისტიასთან დაკავშირებით, თუმცა, ვცდილობდი ხელი შემეწყო პარლამენტისა და შს სამინისტროს შეთანხმებული მუშაობისათვის. გამოვიდა ისეთი ამნისტია, როგორიც გამოვიდა, თუმცა, ძირითადად დარწმუნებული ვარ, რომ ამნისტირებული პატიმრების უმრავლესობა სასჯელს უკანონოდ იხდიდა. სისწრაფე იყო,ალბათ, იმის მიზეზი, რომ ეს ამნისტია არ იყო უხარვეზო, თუმცა, სათითაოდ საქმეების განხილვას დასჭირდებოდა დიდი დრო, ის ადამიანები კი აგრძელებდნენ ციხეებში ყოფნას და, როგორც გითხარით, ბევრი მათაგანი უკანონოდ. მე თვითონ ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს პროცესი არ გახორციელებულა იდეალურად, მ,აგრამ გახორციელდა ისე, როგორც გახორციელდა,” _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო “შერატონში” არასამთავრობო ორგანიზაციების _ საია-ს და “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე.