აქციები გაიმართა 28 მუნიციპალიტეტში, აქედან 24 შემთხვევაში საზოგადოების პროტესტი უკანონო ქმედებებში, კერძოდ ძალადობაში, შენობების ბლოკირებაში, შეჭრასა და საკრებულოს სხდომის ჩაშლაში გამოიხატა.
ახლადდანიშნულმა თანამდებობის პირებმა საკადრო ცვლილებების გახორციელება გამგეობისა და საკრებულოს აპარატებში დაიწყეს. მასობრივი საკადრო ცვლილებები, ძირითადად, 21 მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. როგორც წესი, თანამშრომლები პირადი განცხადებების საფუძველზე გათავისუფლდნენ, რასაც ხშირად წინ უძღოდა ხელმძღვანელ პირებთან თათბირი.
“ცვლილელებები ადგილობრივ თვითმმართველობებში, უმეტეს შემთხვევებში, მოქალაქეთა საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ადგილობრივი მოსახლეობა უმეტესად “ქართული ოცნების” ადგილობრივი მხარდამჭერები და აქტივისტები ადგილობრივ თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირთა გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მათთვის მისაღები კანდიდატურის დანიშვნის მოთხოვნით მართავდნენ,” _ ნათქვამია მონიტორინგის ანგარიშში “100 დღე ხელისუფლებაში: კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები”