იმის გასარკვევად, თუ რატომ იყენებს ყოფილი ხელმძღვანელი ადმინისტრაციულ რესურსს, ამირან გიგინეიშვილს ვესაუბრეთ:
_ ბატონო ამირან, თქვენ სარგებლობთ თუ არა სამსახურებრივი ავტომობილით და მძღოლით?
_ რა თქმა უნდა, ვსარგებლობ, ოღონდ შაბათ-კვირას არა.
_ გუშინ, როგორც ჩვენთვის ცნობილია, ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე, თქვენივე მანქანით, თქვენსავე მძღოლთან ერთად ქალაქში გადაადგილდებოდა. თქვენ იცოდით თუ არა ეს?
_ ახლავე გადავამოწმებ, _ გვითხრა გიგინეიშვილმა და საკუთარ მძღოლს დაურეკა: _ გიგა, ახლა ჩემთან ჟურნალისტია, რომელიც ამბობს, რომ შენ თითქოს გუშინ ჩემი მანქანით საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დაატარებდი და პირდაპირ ასეთი “ლაბავოი” შეკითხვა დამისვა. თუ ეს მართალია, მაშინ შემეკითხე, როდესაც სხვას ჩაისვამ მანქანაში.
კითხვაზე, თუ რატომ არ შეეკითხა ამირან გიგინეიშვილი მძღოლს, სიმართლეა თუ არა ეს ინფორმაცია, საკრებულოს თავმჯდომარემ გვიპასუხა, რომ არ აპირებს ჩვენთან ერთად ესაუბროს მძღოლს, თუმცა, ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა.