როგორც “გურია ნიუსს” გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა გოჩა ფერსაშვილმა განუცხადა, ის თბილისში იმყოფება და მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არაა.
ჩვენ დავუკავშირდით ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს, რომელმაც მომხდარი დაგვიდასტურა.
_ ვარ მივლინებით თბილისში, გზაში ვარ, მოვდივარ, თუმცა გეტყვით, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პოლიცია მუშაობს, დეტალებზე ვერ გესაუბრებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, – გვითხრა ჭანუყვაძემ.