ბუტა რობაქიძის მკვლელობის ამსახველი კადრების გასვლის შემდეგ “რუსთავი 2-“-ის შენობასთან აქცია მოაწყვეს. იქ მისული ადამიანები ტელევიზიით კადრების გასვლას აპროტესტებენ და მოითხოვენ, რომ “რუსთავი -2”-მა შეწყვიტოს გარდაცვლილების ღირსების შელახვა.
_ ჩვენ ვაპროტესტებთ იმ ყველაფერს, რასაც ეს ტელეკომპანია 9 წელიწადია აკეთებს. “რუსთავი 2”-ის დღევანდელი დირექტორი, არის ქართულ ტელესივრცეში მორიგი ფალსიფიკაციის ავტორი, _ აცხადებენ აქციის მონაწილეები.