“ვერ დაგიდასტურებთ იმას, არის თუ არა ეს ჩემი ოპერატორის მიერ გადაღებული ვიდეო მასალა, სურათს რაც აქ არის ნაჩვენები, არ ვესწრებოდი. კადრებში მეცნობა მხოლოდ დაკავებული ადამიანები. მე მოცილებული ვიყავი შემთხვევის ადგილს დაახლოებით ნახევარი საათი. ამის შემდეგ გადავიდა ჩემი ოპერატორი, რათა გადაღება განეახლებინა.” _ განაცხადა გოჩა მუკბანიანმა გადაცემა “არგუმენტებში.”
მისი თქმით გამორიცხული არ არის რომ შემთხვევის ადგილს სხვა კამერაც იღებდა. მუკბანიანის თქმით გადაცემა “პატრულის”ოპერატორ ვაწაძის მიერ გადაღებულ კადრებში ბიჭების იარაღი არ ჩანდა. პოლიციის ყოფილმა ჩინოვნიკმა ირაკლი ფირცხალავას მიერ დღეს გავრცელებულ ვიდეოში აშკარად ჩანს ორი ცეცხლსასროლი იარაღი, რაც ფირცხალავას თქმით დაკავებულებს ეკუთვნოდათ.