გამოსცა გზამკვლევი მასწავლებლებისათვის “ინკლუზიური განათლება – სპორტი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის”.
გზამკვლევი გაეროს ბავშვთა ფონდისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტის “სპორტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის” ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული პროექტი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.
გზამკვლევში საუბარია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სპორტის გაკვეთილებში ჩართვის პროცესზე, სასწავლო სტრატეგიებზე, სპორტის მასწავლებლის როლსა და პასუხისმგებლობაზე. ცალკე თავად არის გამოყოფილი ადაპტური სპორტის საკითხები და ის მოძრავი თამაშები, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა. წიგნს კონკრეტული შემთხვევების განხილვა და მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი ერთვის. პუბლიკაცია საქართველოს ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცემა.
ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის, სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.