“შეხვედრა მქონდა პარტიის აქტივთან იმ პროცესებზე, რომელიც მიმდინარეობს ლანჩხუთში, მანამდე ვიმყოფებოდით ჩოხატაურსა და ოზურგეთში. სამივე რაიონში რთული სიტუაციაა მას შემდეგ, რაც საკრებულომ ახალი გამგებელი აირჩია. მიმდინარეობს ჩვენს წევრებზე ზეწოლა, ასევე რწმუნებულებზე.
მაინტერესებს, დაიწყო თუ არა სოფლის პროექტები, რას აკეთებენ ჩვენები, გავაცანი ჩვენი შეთანხმება კონსტიტუციაზე, რაზეც დღეს შევთანხმდით უმრავლესობასთან. უბრალოდ საკითხი იყო დევნის შეწყვეტის შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს წევრებზე. ოზურგეთში, პოლიციის უფროსმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ პიროვნებას და ეს საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი, ასევე ჩოხატაურში გამგებლის მოადგილე დიმა კორიფაძე გაათავისუფლეს თანამდებობიდან. აიძულებენ ჩვენს ადამიანებს დაწერონ განცხადება და წავიდნენ სამსახურიდან. ამჟამადაც რამდენიმე რწმუნებულზე მიმდინარეობს ზეწოლა. ჩემი ვიზიტის მიზეზი ისიც არის, რომ მე მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ შეწუხებულები არიან ამ ფაქტებით. მე მივაწოდებ მათ ამ ინფორმაციას”- განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.