უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს სირიის არაბული რესპუბლიკის გადაწყვეტილებას, აღიაროს ე.წ. „დამოუკიდებლობა“ დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში და წყევტს დიპლომატიურ ურთიერთობებს.
,,ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება არის არამეგობრული აქტი უკრაინის წინააღმდეგ, ხელყოფა ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და უკრაინის კანონის, გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უხეშ დარღვევად“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
უწყების თქმით, სირია ერთადერთი ქვეყანაა რუსეთის გარდა, რომელმაც ოფიციალურად აღიარა სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა.
„ამ არამეგობრული აქტის საპასუხოდ, უკრაინა აცხადებს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას სირიასთან საკონსულო ურთიერთობების გაწყვეტის გარეშე, ვენის საკონსულო ურთიერთობის შესახებ ვენის კონვენციის მე-2 მუხლის შესაბამისად, რომელიც შედგა ვენაში 1963 წლის 24 აპრილს“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და დასძინა, რომ იგი დააწესებს სავაჭრო ემბარგოს, ისევე როგორც სხვა სანქციებს სირიისთვის.
ავტორი