ამის შესახებ ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტმა ვაშინგტონში, ატლანტიკურ საბჭოში განაცხადა. საქართველოს ნატოს სტანდარტებთან დაახლოებაზე საუბრისას დეიმონ ვილსონმა ირაკლი ალასანიას როლზე ისაუბრა.
“საქართველოსთვის სასიკეთოა, რომ ჰყავს თავდაცვის ძალიან კარგი მინისტრი ირაკლი ალასანია, რომელსაც შეუძლია ქვეყანას თავდაცვის რეფორმისა და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების პროცესში დაეხმაროს. შეიქმნას ევროპელ, კანადელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის საქართველოს მისწრაფების მხარდაჭერა, რათა საქართველო ალიანსის წევრი გახდეს,” _ განაცხადა დეიმონ ვილსონმა.