კომპანიის ინფორმაციით, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველდღე “ტექნო ბუმის” მაღაზიებში ტექნიკის ნამდვილი დღესასწაული იქნება, სადაც წლის ყველა აქცია ერთდროულად გაიმართება: მაშტაბური ფასდაკლებები, საჩუქრები, უპროცენტო განვადებები, სპეციალური და სენსაციური ფასები.
“ასეთი პირობებით მომხმარებელი წელიწადში ერთხელ, თებერვლის ბოლო კვირას, “ტექნო ბუმის” იუბილეზე ისარგებლებს და მისთვის ეს პერიოდი ტექნიკის შესაძენად ყველაზე მომგებიანი იქნება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოტოვოთ და უნდა ეწვიოთ “ტექნო ბუმის” მაღაზიებს, ეს თქვენი კვირეულია” _ აცხადებენ კომპანიაში. პარალელურად, გრძელდება თელავში “ტექნიკის ბაზრობა,” რომელიც კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის იმართება და მოსახლეობას ტექნიკის შეძენა მათთვის განკუთვნილი შეღავათიანი პირობებით შეუძლია.
“მომხმარებლის კვირეულით” “ტექნო ბუმი” კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის და გიწვევთ კომპანიის ცენტრებში: ბათუმში, ქუთაისში, ზესტაფონში, გორსა და თბილისში, 22 თებერვალიდან 1 მარტამდე “ტექნო ბუმში” თქვენი კვირეულია” _ აცხადებენ “ტექნო ბუმში.”
(R)