ტესტირების მიზანია, დადგინდეს არსებული ნაკლოვანებები და მათ აღმოსაფხვრელად სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად განისაზღვროს პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსები;
შსს–ს ამოცანაა, ტესტირების შედეგად გამოვლინდეს მაღალკვალიფიციური კადრები და პირადი შემადგენლობის სრული, ობიექტური და მიუკერძოებელი სურათი შეიქმნას, თითოეულ პოლიციელს უნდა ჰქონდეს განცდა, რომ საზოგადოება მისგან პროფესიონალიზმსა და კანონის განუხრელ დაცვას ელოდება. საზოგადოების დაკვეთის შესრულება მხოლოდ პოლიციელთა პროფესიული უნარების მუდმივი გაჯანსაღებით მიიღწევა.