ხვალ, 14 საათზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით დაიბარეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, “ბრალდება მოიცავს ორ დამოუკიდებელ ეპიზოდს _ გამოძიების პროცესში მოპოვებულ მტკიცებულებეზე დაყრდნობით გახსნილია იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ტელეკომპანია „იმედის“ ხელში ჩაგდების დანაშაულებრივი სქემა და უტყუარად დადასტურებულია, რომ მისი განხორციელების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე გიორგი უგულავაა.
მეორე ეპიზოდი ეხება საბიუჯეტო თანხის გამოყენებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საქმიანობისთვის თვალთმაქცურ დაფინანსებას, რომლის ორგანიზატორიც უგულავა იყო. თბილისის მერი უგულავა პასუხისგებაში მიცემულია შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობას გამოძიება”.
ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლების მხრიდან გახორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე აალაპარაკა.
უმცირესობის წარმომადგენლები უგულავას მიმართ გამოძიების ინტერესს ზეწოლის ფაქტად მიიჩნევენ და ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან მორიგ შეტევად თვლიან.
საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა პლენარული სხდომის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე პარლამენტი დატოვეს და უგულავას მხარდასაჭერად თბილისში წამოვიდნენ.