“ის პროცესი, რაც ახლა მიდის, არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. პირველ მოადგილედ სევდია უგრეხელიძის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ თუ ისინი შეეცდებიან სასამართლოს გზით გიგი უგულავას მერობიდან ჩამოცილებას, მერი ავტომატურად ხდება სევდია უგრეხელიძე. იმედია, რომ სასამართლო ამ შემთხვევაში იმსჯელებს და გადაწყვეტილებას სწორად მიიღებს. სევდია ძალიან ფუნდამენტურად სწორად მოაზროვნე ქალია, რაც მან არაერთხელ დაამტკიცა. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის მეორე მოადგილედ დანიშვნას, ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც ხედავთ, ბრძოლის ხაზი ახლა გადის თბილისის მერიაზე.”
სააკაშვილის თქმით, გიგი უგულავას მიმართ რიყესთან დაკავშირებული ბრალდება ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესს ემსახურება. პრეზიდენტის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის იბრძოდა რიყის ხელში ჩასაგდებად და ამის გამო პატარკაციშვილთან კონფლიქტიც ჰქონდა.