“როდესაც ვანოს პრემიერ-მინისტრობის საკითხი გადაწყდა, რადგან მთავრობას სჭირდებოდა გადახალისება, ახალაია იყო ვანოს კანდიდატი. ვანო ჩამოვიდა ბობოყვათში, სადაც ვიმყოფებოდი მე. იქ იყო პარლამენტის 15-მდე წევრი, მათ შორის, მაჭავარიანი, ბაქრაძე. მე მქონდა ეკა ზღულაძის კანდიდატურა, იყო საუბარი პატრულის ყოფილ უფროს გრიგალაშვილზეც. ვანომ თქვა, თუ პრემიერ-მინისტრად გადავდივარ მუდმივადო, მაშინ მან მოითხოვა ახალაიას დანიშვნა. მე არ ვერეოდი ასეთ წვრილმან საკითხებში. ყველა მინისტრს ჰქონდა ავტონომია.”
სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვა, აპირებს თუ არა ახალაიას შეწყალებას, უპასუხოდ დატოვა.