რომელსაც “გურია ნიუსი” უცვლელად გთავაზობთ:
“ძალიან ძნელია სერიოზული კომენტარი გაუკეთო “ნაციონალური მოძრაობის”, უგულავას უცნაურ და ლოგიკას მოკლებულ გამოსვლებს და ქმედებებს. სამწუხაროა, რომ მათი პოლიტიკური აგონია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ხანგრძლივი და მომაბეზრებელი პროცესი გახდა. კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ის, რაც არაერთგზის გვითქვამს ჩვენს კოალიციას და აგრეთვე უცხოელ მეგობრებს თუ პარტნიორებს _ კანონი ყველასთვის კანონია! ქვეყანაში აღარ იარსებებს ხელშეუხებელთა კასტა და სამართალი ყოველთვის იზეიმებს!”