ტესტირების მიზანი სამართალდამცველების პროფესიული უნარების შეფასება და მაღალკვალიფიციური კადრის გამოვლენაა. ნაკლებად დამაკმაყოფილებელი შეფასების მქონე პირები შესაბამის გადამზადების კურსებს გაივლიან. ტესტირების პროცესში,სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ექსპერტებთან ერთად მოხდება პოლიციელთა კვალიფიკაციის ამაღლების კურსების განსაზღვრა;
კითხვარები ტესტირებაში მონაწილე პირების პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარეა შედგენილი. თითოეულმა მონაწილემ 2 საათსა და 30 წუთში 100 კითხვას უნდა უპასუხოს. ტესტირებას გაივლიან როგორც მაღალი თანამდებობის პირები-სამმართველოების უფროსები და მათი მოადგილეები, ასევე უბნის ინსპექტორები, დეტექტივ- გამომძიებლები, დეტექტივ-თანაშემწეები, საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები; აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს პოლიციის ყველა ის დანაყოფი, რომელიც ოპერატიულ ფუნქციას ასრულებს. ტესტირებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს ათი ათასამდე თანამშრომელი მონაწილეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სრული შემადგენლობის ტესტირება ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.