მას შემდეგ, რაც გუშინ, ქუთაისში მყოფი “ნაციონალური მოძრაობის” წევრი პარლამენტარები დედაქალაქის მერის მხარდასაჭერად თბილისში გამოემგზავრნენ, პარტიამ აქცია სოციალურ ქსელზე “ფეისბუქზე” დააანონსა და მხარდამჭერებს 13:30 საათზე ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ქუჩისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთაზე შეკრებისკენ მოუწოდა.
აქცია თბილისის მერის გიგი უგულავას მიმართ ბრალის წარდგენას უკავშირდება. როგორც უკვე ცნობილია, უგულავა საგამოძიებო სამსახურში 14:00 საათზეა დაბარებული.