“ჩვენ, ქალაქ თბილისის მთავრობის წევრები, ვაცხადებთ, რომ დედაქალაქის მერთან ერთად ვიღებთ პასუხისიმგებლობას თბილისში განხორციელებულ ყველა პროექტზე, ამ წლების განმავლობაში მიღწეულ უამრავ წარმატებებსა თუ დაშვებულ შეცდომებზე.
ამასთან ერთად დარწმუნებულები ვართ, რომ დედაქალაქის მერისთვის წარდგენილი ბრალდება, რომელიც რიყის ტერიტორიაზე სკვერის მოწყობასა და დასუფთავების კომპანიაში მოქალაქეების დასაქმებას შეეხება, არის უსაფუძვლო და საგამოძიებო ორგანოების მოქმედება მხოლოდ ქალაქის მერის პოლიტიკური პოზიციის პასუხს წარმოადგენს. ვიმედოვნებთ, რომ სასამართლოზე საკითხის განხილვისას დამტკიცდება სიმართლე და ჩვენ თბილისის მერის გიგი უგულავას, ხელმძღვანელობით გავაგრძელებთ მუშაობას ქალაქისა და თბილისელების სასარგებლოდ.” _ ნათქვამია განცხადებაში.