https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“აღდგენილი “იმედის” დახურვის მთავარი გმირი გიორგი თარგამაძე იყო”

15:02; 23.02.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“იმედის” მაშინდელი ადვოკატი, ახლა უკვე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა შავგულიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას იხსენებს, როგორ თხოვა მას ბადრი პატარკაციშვილმა, გაეკეთებინა ყველაფერი, მიემართა ყველანაირი სამართლებრივი მექანიზმისთვის, რათა ტელეკომპანია “იმედი” გადარჩენილიყო.

პატარკაციშვილის სიკვდილის შემდეგ შალვა შავგულიძეს უთხრეს, შეეტანა განცხადება ბადრი პატარკაციშვილის სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის მოთხოვნით, რაზედაც ადვოკატმა კატეგორიული უარი განაცხადა.

“რაც შეეხება ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას, არც მედიის სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცა და სამწუხაროდ, მაშინ, არც ბადრის მეუღლემ, ქალბატონმა ინამ გამოხატა აქტიური პოზიცია, რომ სისხლის სამართლის საქმე გაგრძელებულიყო და ბოლომდე მისულიყო. ასე რომ მომხდარიყო, მერწმუნეთ უფრო თვალსაჩინო გახდებოდა ვიდეომასალის მონტაჟიც და სხვა სიყალბეებიც, რაც აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, უხვად მოიპოვებოდა. საუბარია გაყალბებულ და დაუშვებელ მტკიცებულებებზე, რომელზეც მთელი ბრალდება იყო აგებული. ასეთ შემთხვევაში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. სამწუხაროდ, ამ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა ვერ მოხერხდა.” _ აცხადებს შალვა შავგულიძე “გურია ნიუსთან.”

_ ბატონო შალვა, იმ პერიოდში, როდესაც თქვენ “იმედის” ინეტერსებს იცავდით, სადმე შეგხვდათ გიგი უგულავას სახელი და გვარი? მოგეხსენებათ, მის მიმართ წაყენებული ორი ბრალდებიდან ერთი სწორედ “იმედის” წილების უკანონოდ გადაცემის ეპიზოდს ეხება.

_  საქმე ის გახლავთ, რომ იმ პერიოდში, როცა მე ვიყავი ჩართული ტელეკომპანია “იმედის” საქმეში, მაშინ უგულავა არ ჩანდა. ეს იყო დარბევის პერიოდი და შეიძლება, დარბევასთან დაკავშირებით არასწორი შეფასება მისცა. რაც შეეხება წილების გადაფორმებას, მე მაგ დროს უკვე აღარ ვიყავი. მაგ დროს უკვე ბადრი გარდაცვლილი იყო, წილებს ჯოზეფ ქეი განაგებდა და ფაქტობრივად მერე ჩნდება გიგი უგულავა.

_ არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გავრცელდა ჩანაწერები გიგი უგულავას და ბადრი პატარკაციშვილის მონაწილეობით. თქვენ პატარკაციშვილს გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე ლონდონში შეხვდით, ხომ არ უთქვამს თქვენთვის ამასთან დაკავშირებით რამე?

_ არა, უგულავასთან დაკავშირებით ან მასთან საუბარზე ბადრის არაფერი უთქვამს. ჩვენი მთავარი თემა იყო “იმედის” დარბევა და პატარკაციშვილის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე.

_ ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა, “იმედის” საინფორმაციო პროგრამების ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი თარგამაძემ. ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ჩვენება მისცეს, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია “იმედის“ დარბევის, ასევე ბადრი პატარკაციშვილისა და ერეკლე კოდუას შეხვედრის ფარული ჩანაწერის გავრცელების შესახებ. ხომ ვერ გაიხსენებთ გიორგი თარგამაძის როლს “იმედის” საქმეში, თუ არ ვცდები, მაშინ ასეთი მზადყოფნა ვინმეს სამხილებლად არ გამოუჩენია…

_ რა ხდებოდა ფარდის მიღმა და რა ინფორმაციებს ფლობს თარგამაძე, ეგ არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი ის, რომ მაშინ “იმედის” საინფორმაციო პოლიტიკას სრულად წარმართავდა გიორგი თარგამაძე და ვიცი, რომ აღდგენილი “იმედის” დახურვის გადაწყვეტილება უკავშირდება პირადად მას.  ეს არც არის დამალული და პირდაპირ ეთერში გამოაცხადა.

_ ეს არ იცოდა ბადრი პატარკაციშვილმა?

_ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბადრის არ უნდოდა “იმედის” გაჩერება, მაგრამ აქედან ისე მიეწოდებოდა ინფორმაციები,  თითქოს უმჯობესი იყო, დროებით შეეჩერებინათ მაუწყებლობა. დარბევის შემდეგ განახლებული ტელევიზიის დახურვა რომ მოხდა, ამის ერთ-ერთი მთავარი გმირი გიორგი თარგამაძე იყო.

_ ბატონო შალვა, როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ბადრი პატარკაციშვილი გიორგი თარგამაძეს “იმედის” წილს სთავაზობდა, რაზეც უარი მიიღო. ამ ფაქტზე რას გვეტყვით?

_ სთავაზობდა არა მხოლოდ წილს, არამედ საკონტროლო პაკეტსაც. მისი სურვილი იყო, რომ “იმედს” ფუნქციონირება გაეგრძელებინა და რაც მთავარია, საინფორმაციო გადაცემები არ შეწყვეტილიყო. მაგრამ მე პირადად მაქვს მოსმენილი გიორგი თარგამაძის პოზიცია, მან უარი განაცხადა ამ შეთავაზებაზე და “იმედი” დაიხურა “იმედისვე” ხელით.

იქ, წამყვანი პოზიცია საინფორმაციო პოლიტიკის წარმართვის საკითხში მინდობილი ჰქონდა გიორგი თარგამაძეს და ყველას გახსოვთ ალბათ ის კადრები, როგორ გამოვიდა ის და განაცხადა, რომ  მიიღეს გადაწყვეტილება ტელევიზიის დახურვის თაობაზე. თქვეს ისიც, რომ  ეს შეთანხმებული იყო  ბადრი პატარკაციშვილთან.  კიდევე ერთხელ გიმეორებთ, რომ ეს  “შეთანხმება” იყო ფორმალური, რადგან აქედან მიეწოდებოდა პატარკაციშვილს ინფორმაცია, რომ ეს ერთადერთი გზა იყო საერთოდ ტელევიზიის შესანარჩუნებლად. ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს გადინება იყო კადრების საოცარი და იშლებოდა ყველაფერი,  ბადრი პატარკაციშვილს გიორგი თარგამაძე აწვდიდა და ძალიან მალე დაარწმუნა იმაში, რომ  ეს იყო ერთადერთ გზა, რათა მომავლისთვის მაინც შეენარჩუნებინათ ტელევიზია.

საბოლოო ჯამში, მოხდა ისე, რომ ამდენი ბრძოლის შემდეგ, “იმედი” შიგნიდანვე დაიხურა და ამაში წამყვანი როლი სწორედ გიორგი თარგამაძეს ეკუთვნის.

“გურია ნიუსი” შეეცადა აღნიშნულ საკითხებზე კომენტარი გიორგი თარგამაძისგანაც მოეპოვებინა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. თუ ის საჭიროდ ჩათვლის, მზად ვართ, მისი პოზიციაც გამოვაქვეყნოთ.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

Freedom House-ში ციხის სკანდალის და გირგვლიანის საქმის გამოძიებით დაინტერესდნენ

ცოცხალი ჯაჭვი ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ანუ "დროა"

ყველა სიახლე

სამართალი

ხობში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

20:09; 18.12.2025
საზოგადოება

სეს-მა აგრარული ბაზარი დააჯარიმა

18:28; 18.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:50; 18.12.2025
ფინანსები

ქალთა გაძლიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის თიბისიმ გაეროს ქალთა ორგანიზაციისგან ჯილდო მიიღო

17:20; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს Canva-ს გამოყენების კურსი დაემატა

17:07; 18.12.2025
საზოგადოება

“თხილის სუბსიდირების პროგრამა” უქმდება

15:18; 18.12.2025
მსოფლიო

პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

15:03; 18.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკის სპეციალური შეთავაზებები მომსახურების სექტორში მომუშავე ბიზნესისთვის

14:43; 18.12.2025
საზოგადოება

სად არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გურიაში სტადიონები უნდა ააშენოს?

14:36; 18.12.2025
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა _ ნახეთ, სად იყო ეპიცენტრი

13:47; 18.12.2025
ზაფრანი

ვინ არის დაბადებული წარმატებისათვის

13:14; 18.12.2025
ზაფრანი

ყველაზე მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ადამიანები

13:12; 18.12.2025
ზაფრანი

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ ცხოვრებაში წარმატება მოიზიდოთ

13:11; 18.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ყველაზე იღბლიანი ნიშნები

13:03; 18.12.2025
საზოგადოება

პროცედურები, რომელიც მართვის მოწმობის აღსადგენად უნდა გაიაროთ

12:41; 18.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო