როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ერთი წელის წინ, მუნიციპალიტეტმა ტექნიკური წყლის მისაღებად მილები ჩაყარა, რასაც 17 ათასი ლარი მოხმარდა. წყალი გამოსაყენებლად სავსებით უვარგისია. მას ფილტრის უქონლობის გამო სიბინძურე მოყვება. ჩოლობანის მოსახლეობა სასმელად სოფლის ცენტრში მდებარე წყალს იყენებს, რომელიც სკოლას გაუკეთდა.
სოფელს ჩოლობანის დეპუტატის, გოჩა ჯანაშიას განცხადებით, სოფლის პროგრამით ამ პრობლემის მოგვარება რთული იქნება. უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობა წინა ხელისუფლება სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებს და დახმარებას ახალი მთავრობისგან ელის.