სოფელ სამებაში, სადაც თავი მოეყარათ სოფლის მოსახლეობას, სკოლის მოსწავლეებს, მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებს. ყოვლადწმიდა სამების სახელობის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა გიორგი ჟღენტმა იუნკერთა მოსახსენიებელი წირვა ჩაატარა, კულტურის სამსახურის თანამშრომლებმა კი იგალობეს.
ღონისძიება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტდარბაზში გაგრძელდა, სადაც დაიწყო მაკარ ბურჭულაძის, აკაკი და გედეონ ხუნდაძეების სახელობის ტურნირი ფეხბურთში. ტურნირი 25 თებერვალს დამთავრდება, მასში სულ 16 გუნდი და 160 მოყვარული მიიღებს მონაწილეობას.