გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

    “შეშფოთებას იწვევს”- amnesty international საბა ჯიქიასთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება

    საია: “აქციების კონტექსტში დაკავებული პირების საქმეს სასამართლო დარბაზიდან მედია ვერ აშუქებს”

    ვალუტის გადამცვლელი ჯიხური დააყაჩაღეს

    საბერძნეთში დააკავეს ქართველი ქალი, რომელსაც ტყის ხანძრის გაჩენას ედავებიან

    მილიონ-ნახევრიანი ბინა ესპანეთში, წილები კომპანიებში, მდიდრული წვეულებები… – რა ქონებას ფლობს მიქაუტაძის ოჯახი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

    როგორ აკავებენ აქციის მონაწილეს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

    “სიკვდილი, კილავ, რუსეთს”

    გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

    „ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

    “ერთსაც დავწერ და მორჩა” _ რის შესახებ საუბრობს ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე

    “წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას” – მამუკა ხაზარაძე

    “ემანდ ბიძინამ რომ იეჭვიანოს, არ გამიკვირდება” – დავით ზურაბიშვილი

    “ძმაო (და დაო) თქვენე.. ტფუუუუ..” – გიორგი ფოფხაძე

  • 21-ს ქვევით

    ჩოხატაურელი დავით გაბადაძე ქუთაისის ნიჭიერთა ათწლედში ჩაირიცხა

    „ბოლო ზარი“  ოზურგეთის მეორე სკოლაში

    ბოლო ზარის ღონისძიება ჩოხატაურში

    რამდენი მეთორმეტე კლასელისთვის დაირეკა ბოლო ზარი გურიაში

    ბოლო ზარი ჩოხატაურში

    ლანჩხუთის სასკოლო-სპორტული ოლიმპიადის გამარჯვებული გამოვლინდა

  • მსოფლიო

    მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

    ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 57,800-მდე გაიზარდა

    ბენიამინ ნეთანიაჰუ – „ჰამასმა“ უნდა დაყაროს იარაღი

    ხარკოვზე დრონებით შეტევა იყო, დაზიანებულია სამშობიარო სახლის შენობა

    2 ადამიანი დაიღუპა, 16 დაშავდა _რუსეთის მასობრივი შეტევა კიევზ

    საჰაერო განგაში თელ-ავივში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ციხის უფროსად დანიშნულ დავით ცირეკიძეს პატიმარი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს

7:02; 25.02.2013
ჟურნალისტური გამოძიება
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ნაციონალური მოძრაობა” ახლაც ამბობს, რომ სწორედ პოლიციის დამსახურება იყო, რომ სახლებში მშვიდად გვეძინა. თუმცა, 2011 წელს ჩოხატაურში მშვიდად ძილის საშუალება არავის მისცემია.

ზედიზედ მომხდარმა ყაჩაღობებმა მოსვენება ყველას დაუკარგა _ მათ შორის სამართალდამცველებსაც, რომლებიც თითქმის მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ საწვავს წვავდნენ 24-საათიან სიარულში.

მაშინ გურიის სამხარეო სამმართველოს დავით ცირეკიძე ხელმძღვანელობდა. გახშირებული და გაუხსნელი დანაშაულობების გამო, ცირეკიძე იმდროინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაიბარა და მოხსნაც დაუპირა, მაგრამ როგორც მაშინ წყარომ გვითხრა, გავლენიანი კავშირების დახმარებით, მან პოსტის შენარჩუნება მოახერხა და საქმის გამოსასწორებლად დრო აიღო.

სწორედ ამ აღებულ დროში დააკავეს მამუკა მგალობლიშვილი და ბრალი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს.

საქმეზე მოკვლევა გურიის სამხარეო მთავარმა სამმართველომ დაიწყო, რადგან მგალობლიშვილის დაკავება სწორედ მათ 2012 წლის 15 ივნისს მოახდინეს.

საქმის მასალების თანახმად, დაკავებულის სახლიდან იარაღი, ტყვიები და კომპაქტდისკი ამოიღეს. დაკავების ოპერაციაში სამხარეო სამმართველოს 50-მდე თანამშრომელი მონაწილეობდა.

როგორც თვითმხილველები გვიყვებიან, მგალობლიშვილის სახლიდან იარაღის ამოღების უშუალო პროცესს მხოლოდ პოლიციელები დაესწრნენ. მოწმე, რომელიც პოლიციას ჰყავს, ამბობს, რომ იმ ადგილზე, საიდანაც იარაღი ამოიღეს, თავად არ ყოფილა. ეს სასამართლოზეც აღინიშნა, თუმცა, მოსამართლისთვის ამ ფაქტს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონია.

სასამართლოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არც იმას ჰქონია, რომ ამ დაკავებამდე ერთი თვით ადრე, მამუკა მგალობლიშვილი სამხარეო სამმართველოს დაკავებული ჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ დაკავების ოქმში მითითებულია, როგორც ქუჩიდან აყვანილი ნარკოლოგიური შემოწმებისთვის, მეზობლები აღნიშნავენ, რომ იგი სახლიდან აიყვანეს და ამის ბევრი თვითმხილველი არსებობს. ამ ფაქტს მისი შვილიც ადასტურებს, რომელსაც როგორც დაკავებულის და გვიყვება, შეურაცხყოფაც კი მიაყენეს.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი ჩნდება ეჭვი _ ადამიანი, რომელიც დააკავეს და რამდენიმე საათში გამოუშვეს, სახლში იარაღი რომც ჰქონოდა, რასაკვირველია, ამ იარაღს არ დაიტოვებდა.

შესაბამისად, ოჯახის წევრების მოსაზრება, რომ მამუკა მგალობლიშვილს იარაღი ჩაუდეს, საფუძველს მოკლებული არ უნდა იყოს.

ამ ფაქტებს კიდევ ერთი გარემოება ემატება _ იმ პერიოდში, როდესაც ჩოხატაურში ყაჩაღობები მოხდა, მგალობლიშვილთან სახლში სიარული დაიწყო სამხარეო სამმართველოს თანამშრომელმა, სულიკო ლომთათიძემ. როგორც გავარკვიეთ, ლომთათიძე მგალობლიშვილის ნათესავია და სწორედ ამიტომ, მისი ხშირი სტუმრობა ოჯახის წევრებში ეჭვს არ ბადებდა. თუმცა, კითხვები მოგვიანებით გაჩნდა, მას შემდეგ, რაც მგალობლიშვილის პირველი დაკავება სწორედ სულიკო ლომთათიძემ მოახდინა.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის _ მამუკა მგალობლიშვილი ჩვენთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სულიკო ლომთათიძე მასთან დავით ცირეკიძის დავალებით დადიოდა და უფრო მეტიც, ყაჩაღობას სთავაზობდა:

_ ეს ყაჩაღობები მომხდარი იყო, როცა სულიკომ ჩემთან სიარულს მოუხშირა. თუმცა, ეჭვი არაფერზე ამიღია. როცა პირველად დამაკავეს და სამმართველოში ჩამიყვანეს, მაშინ ნარკოტიკი დამიდეს და მითხრეს, რომ თუკი საქმეს არ შევასრულებდი, ციხეში გამიშვებდნენ. სულიკოს ნათესავი ხარ და არ გვინდა ციხეში წახვიდე, ამიტომ ჩვენს წინადადებას დათანხმდიო, მოითხოვდნენ.

_ კონკრეტულად, რა საქმეზე იყო საუბარი და ვინ გთავაზობდათ ამას?

_ ყაჩაღობაზე. სამხარეო სამმართველოს უფროსი, დავით ცირეკიძე, მისი მოადგილე ვინმე ლაშა, გვარი არ მახსოვს და სულიკო ლომთათიძე მთავაზობდნენ, რომ ერთი ოჯახი დამეყაჩაღებინა. დიდ ფულზე იყო საუბარი, რომელიც მერე მათთვის უნდა მიმეტანა. მითხრეს, რომ თუ ამაზე თანახმა ვიქნებოდი, მათგან “მწვანე” მექნებოდა ანთებული. ამის მერე კი გამომიშვეს, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას მგალობლიშვილი.

მგალობლიშვილი ჩვენთან საუბრისას ცირეკიძესთან შეხვედრის დეტალებსაც იხსენებს:

_ სამჯერ ჩამომაკითხა ჩოხატაურში და სამჯერვე სხვადასხვა ადგილზე შემხვდა. იგივე მოთხოვნით, რომ ყაჩაღობა უნდა ჩამედინა და თანხა მათთვის მიმეტანა, _ დასძენს მგალობლიშვილი.

მისივე თქმით, მისი დაკავებაც სავარაუდოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც ამ წინადადებას არ დაეთანხმა:

_ ამ ამბიდან დაახლოებით ერთ თვეში დამაკავეს. სახლიდან იარაღი ამოიღეს. როცა ვიცოდი, რასაც გეგმავდნენ, ხომ საოცარია, რომ იარაღს სახლში ვინახავდი?! _ ამბობს მგალობლიშვილი.

იარაღის შეძენა-შენახვისთვის დაკავებულს მალე ახალი ბრალდება წამოუყენეს _ ჯგუფური ყPაჩაღობა მგალობლიშვილის აღიარებითი ჩვენების საფუძველზე.

თავად ამბობს, რომ ჩვენება, რომელშიც აღიარებს იარაღის შეძენა-შენახვას და ყაჩაღობას, ძალის გამოყენებით და მუქარით მიიღეს:

_ დროებითი მოთავსების იზოლატორში მაწამებდნენ და თან მემუქრებოდნენ, რომ ჩემს შვილსაც დააკავებდნენ, რომ მეუღლეს სამსახურს დაატოვებინებდნენ. სწორედ ეს გახდა აღიარების მიზეზი, რომ თითქოს ჩემი ახლო მეგობრის, თამაზ ტრაპაიძის სახლი დავაყაჩაღებინე, _ ამბობს მგალობლიშვილი.

ის, რომ დაკავებისას მგალობლიშვილი ნაცემი ნამდვილად იყო, ჩვენთან საუბრისას, ოჯახის ახლობელმა, ირმა ჯიბუტმაც დაადასტურა:

_ ოჯახის წევრები ჩავიყვანე სამმართველოში, როგორც მახსოვს დაკავების მეორე თუ მესამე დღეს და მამუკაც მაშინ ვნახე. შემიძლია გითხრათ, რომ ცემის კვალი ნამდვილად ეტყობოდა, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ჯიბუტმა.

ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მგალობლიშვილს დროებითი მოთავსების იზოლატორში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებაც დასჭირდა:

_ იმის გამო, რომ სასტიკად, არაადამიანურად იყო ნაწამები, ციხეში ფილტვების ანთება დაემართა, მოგვიანებით კი სეფსისი განუვითარდა, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას დაკავებულის და, ნანა მგალობლიშვილი.

როგორც გვითხრეს, ნაცემი მგალობლიშვილი პროკურორმა მალხაზ სირაძემაც ნახა: _ მალხაზ სირაძემ რომ ჩემი ძმა ასეთ მდგომარეობაში ნახა, უთქვამს, თუ არ აღიარებს მოკალით, მაგის დედაცო, _ ამბობს ნანა მგალობლიშვილი.

მალხაზ სირაძე ამ ფაქტს უარყოფს და ჩვენთან საუბრისას დასძენს, რომ საქმე უტყუარი მტკიცებულებებით არის გაჯერებული. მისივე თქმით, მამუკა მგალობლიშვილს არანაირი დაზიანება არ ჰქონდა და ჩვენებაც საკუთარი სურვილით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე მისცა. მისივე თქმით, ამ საქმეში ნამდვილად არ ჰქონია ადგილი ფაქტების გაყალბებას და მტკიცებულებების ხელოვნურად შექმნას. ჩვენ კითხვაზე, ამ საქმეში თუ არა, ვის საქმეში ჰქონდა ადგილი ასეთ ფაქტს, სირაძემ ასეთი პასუხი გასცა:

_ მგალობლიშვილის საქმეში არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.

აღსანიშნავია, რომ ეს ვერსია მგალობლიშვილმა სასამართლოზეც გააჟღერა და უფრო მეტიც, სულიკო ლომთათიძესთან და დავით ცირეკიძესთან დაპირისპირებაც მოითხოვა, თუმცა, პროკურორი ამას არ დაეთანხმა იმ მოტივით, რომ საქმის იმ ეტაპზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამ მოქმედებას არ ითვალისწინებდა.

მიუხედავად საქმეში არსებული ბევრი კითხვითი ნიშნის და მგალობლიშვილის მიერ ამ სკანდალური განცხადებისა, სასამართლომ ის მაინც დამნაშავედ ცნო და 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა, ბრალდებულს და მისი ოჯახის წევრებს სამართლის პოვნის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბებში მონაწილე ადამიანები დღეს ისევ თანამდებობებზე არიან.

_ კონკრეტულად იმ ოჯახის დასახელებისგან, რომლის დაყაჩაღებასაც მთავაზობდნენ ჯერ თავს შევიკავებ, რადგან შესაძლებელია მათ რაღაც მოიმოქმედონ. სწორედ ამიტომ ვითხოვ საჯაროდ დამაპირისპირონ ლომთათიძე, ცირეკიძე და ის პოლიციელები, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობდნენ. ყველაფერსაც ვერ ვამბობ თავისუფლად, რადგან აქ დაცული არ ვარ, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” საუბრისას მამუკა მგალობლიშვილმა.

ჩვენ შევეცადეთ ამ თემაზე მგალობლიშვილის მიერ დასახელებული პოლიციელის, სულიკო ლომთათიძის კომენტარიც მოგვეპოვებინა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ჩვენს შეკითხვას, რატომ ადანაშაულებდა მგალობლიშვილი ყაჩაღობის შეთავაზებაში და რატომ დადიოდა ყოველ მეორე დღეს ადამიანთან, რომელთანაც პოლიციას, თურმე, საკმაოდ ბევრი შეკითხვები ჰქონდა ასე უპასუხა:

_ შეკითხვებზე პასუხის მისაღებად მიმართეთ სამინისტროს პრესცენტრს.

_ იმ მიზეზის გასარკვევად, თუ რატომ სთავაზობდით მგალობლიშვილს ერთი წლის წინ ყაჩაღობის ჩადენას პრესცენტრს უნდა მივმართოთ?

_ ნებისმიერ შეკითხვაზე დაუკავშირდით პრესცენტრს, _ კიდევ ერთხელ დაგვიზუსტა ლომთათიძემ.

ის, რომ მგალობლიშვილის მიერ მოთხრობილ ამბავზე პასუხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ვერ გაგვცემდა, ჩვენთვის უცხო არ იყო, თუმცა, ნინო გიორგობიანს, ყოველი შემთხვევისთვის, მაინც დავუკავშირდით. გიორგობიანის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პოლიციელმა დანაშაული ჩაიდინა, საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. ხოლო ლომთათიძისთვის განკუთვნილ შეკითხვაზე, ბუნებრივია, ის პასუხს ვერ გაგვცემს.

ჩვენ შევეცადეთ კომენტარისთვის დავით ცირეკიძესაც დავკავშირებოდით, თუმცა, ჩვენ ხელთ არსებული ტელეფონის ნომერზე სხვამ გვიპასუხა, რომლის თქმით, ნომერი მას ცირეკიძემ ცოტა ხნის წინ აჩუქა და მისი კოორდინატების დადგენა არ შეეძლო. პიროვნებამ, რომელიც ვინმე ზაზას სახელით გაგვეცნო, დაგვიზუსტა, რომ გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი თბილისში უმუშევარი იმყოფებოდა.

ამ საუბრიდან რამდენიმე წუთში კი გავარკვიეთ, რომ დავით ცირეკიძე, რომელსაც მამუკა მგალობლიშვილი ყაჩაღობის შეთავაზებაში ადანაშაულებს, ქუთაისის ციხის უფროსად დანიშნეს.

სწორედ ამის გამოა, რომ მგალობლიშვილი კონკრეტულ დეტალებზე საუბარს ერიდება და აღნიშნავს, რომ მის მიმართ ზეწოლები ახლა ციხეშიც ხორციელდება. ჩვენი ინფორმაციით, ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე ცირეკიძის მეგობარია.

რაც შეეხება უშუალოდ ცირეკიძეს, მის შესახებ “გურია ნიუსის” არქივში ბევრი მასალა მოიპოვება _ მაშინ, როცა ცირეკიძე გურიის მთავარი პოლიცმეისტერი იყო დროებითი მოთავსების იზოლატორში ადამიანები იმ უბრალო მიზეზით ხვდებოდნენ, რომ პოლიციელებს “თვალში” უადგილო დროს და ადგილზე “გაეჩხირნენ”. ჩოხატაურში იმ პერიოდში არავინ მალავდა, რომ ძალოვნები უფლებამოსილებას ამეტებენ _ რედაქციაში დღის განმავლობაში რამდენიმე ათეული ადამიანი მოდიოდა, რომლებიც ამბობდნენ, პოლიციელთა ქმედება ყოველ საზღვარს სცდებოდა:

_ არ ვიცით, ვინ არის ეს ავტომატგადაკიდებული ხალხი, რომლებიც დღედაღამ ჩოხატაურში პოლიციის მანქანებით დარბიან. არც ვინაობას ამხელენ და არც რაიმე ისეთი ნიშანი აქვთ, რომლის საშუალებით შემდგომში მათი ამოცნობა იქნება შესაძლებელი. იჭერენ ყველას, ვისაც კი გზაზე წააწყდებიან. ეგ კიდევ არაფერი _ ადამიანებს სახლში უვარდებიან, ახალგაზრდები პოლიციაში ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიჰყავთ და იქ რამდენიმე საათით აჩერებენ, _ გვეუბნებოდნენ ჩოხატაურელები.

აღსანიშნავი იყო ისიც, რომ სწორედ ცირეკიძის პერიოდში ჩოხატაურში ისეთი პოლიციელები მოავლინეს, რომლებსაც ნარკოტიკების ჩადების და მსგავსი მეთოდების გამოყენების დიდი გამოცდილება ჰქონდათ. ისინი პოლიციაში ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მუშაობდნენ და ძალიან კარგად იცოდნენ, როგორ მიეღოთ სასურველი ჩვენება და როგორ ეიძულებინათ ადამიანები, პოლიციასთან სათანამშრომლოდ.

“სხვათაშორის, ერთ-ერთ პოლიციელს, რომელიც ახლა ჩოხატაურში ავტომატგადაკიდებული ეძებს ყაჩაღებს, რამდენიმე წლის წინ, ნარკოტიკის ჩადების გამო, სერიოზული პრობლემა შეექმნა და რამდენიმე ხნით მან ორგანოებიც კი დატოვა. უფრო მეტიც, როგორც ვიცით, არსებობს ჩანაწერი, სადაც ეს პოლიციელი ერთ-ერთ დაკავებულს თანამშრომლობას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ციხეში გაგზავნით ემუქრება,” _ ეს ამონარიდია ჩვენი საგაზეთო სტატიიდან, რომელიც 2011 წელს გამოქვეყნდა და რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან რეაგირება არ მოყოლია, მით უმეტეს, რომ ჩოხატაურის მოსახლეობა ხელისუფლებისგან დახმარებას და ძალოვნების აგრესიული ქმედების აღკვეთას ითხოვდა.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. სანამ ცირეკიძე გურიის სამხარეო სამმართველოს ჩაიბარებდა, მანამდე მის ქუთაისში მოღვაწეობას ჟურნალისტი ნანა თვალაბეიშვილი აშუქებდა, რომელიც ჩვენ ასეთ ინფორმაციებს გვაწვდის:

ამბავი #1_ “წყნარად, წარსულო, წყნარად!”

ტყიბულელები ვერც სიამაყითა და მით უმეტეს, სიხარულით ვერ იხსენებენ, მათი რაიონის ყოფილი შერიფის, დათო ცირეკიძის პოლიციურ ხანას. “რიკოშეტად” მონათლულ ძალოვანს, მეტისმეტად ჰყვარებია პირადი ცხოვრების დეტალებით ვაჭრობა-დაშანტაჟება. როგორც ადგილობრივებს აქვთ ინფორმაცია, ცირეკიძეს “ოტოს” სკოლა (მოსმენების სამსახური) უნდა ჰქონდეს გავლილი, ამიტომაც, კარგად გამოუდის ეს საქმე.

როდესაც ტყიბული ცირეკიძის რეჟიმით ათენ-აღამებდა, ადგილი ჰქონია უამრავ ფაქტს, როცა რიგითი მოქალაქეები შინ თავგატეხილები და ცხვირიდან სისხლდანთხეულები ბრუნდებოდნენ. ადგილობრივები მის მოკავშირედ იმავე რაიონში, ასახელებენ პოლიციის უფროსის მაშინდელ მოადგილეს, ამჟამად ტყიბულის უკვე შერიფს კაკო ქათამაძეს. სწორედ ამ ქათამაძეს გამოუვლიდა, თურმე, ცირეკიძე, ჩაისვამდა მანქანაში და გადიოდნენ რაიონში “წესრიგის დასამყარებლად.” ამ “წესრიგს” და “სამართლიანობის” აღდგენას ძალოვნების ტყიბულური ტანდემი მუშტებისა და უმოწყალო ცემა-ტყეპის მეშვეობით ახერხებდა.

ტყიბულში დღემდე ლეგენდად დადის, თუ როგორ გაუსწორდა სამღვდელო პირებს დათო ცირეკიძე და მამაოებს თავები გაუტეხა. ინციდენტი საზკვების ობიექტში მომხდარა, თვითმხილველებიც და გამშველებლებიც ბევრი ყოფილა, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე მაინც არ აღძრულა. ტყიბულელები დღემდე ვერ ხსნიან, თუ როგორ შერჩათ ცირეკიძე-ქათამაძის “საძმოს” მამაოებისთვის თავების გატეხვა.

ჩვენი წყაროები ტყიბულიდან აღნიშნავენ, რომ ცირეკიძეს წარსულში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სკანდალთანაც უნდა ჰქონდეს შეხება.

საგრძნობი მანძილის გამოა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრამდე არ მიუღწევია ტყიბულის რესტორნიდან მაშინდელი პოლიციის შეფის სავარძელში ჩაბრძანებული დათო ცირეკიძის ვოკალურ მონაცემებს. როგორც ადგილობრივები იხსენებენ, პრინციპით “სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო,” დიდხანს აზანზარებდა ტყიბულს ცირეკიძის პირველ-მეორე ხმაში აშკარა დეტონაციებით დაგუგუნებული “მენახშირე ბიჭის” სიმღერა. ტყიბულელები ამ ერთ სიკეთეს ვერ უკარგავენ მხოლოდ ყოფილ პოლიციის უფროსს, სამსახურზე მეტად ხშირად სუფრას მიმჯდარი შერიფი, სულ რაიონის სიმდიდრეზე მღეროდა _ “ნახშირიიიიი!” და “მიკრაფონს” ვერ გლეჯდნენ, თურმე ხელიდან.

რესტორან-რესტორან მოქეიფე ძალოვანს, ფრთების გაშლა წესით არ უნდა გაჭირვებოდა ტყიბულთან შედარებით, აშკარად უფრო ცივილიზებულ ზესტაფონში. როგორც წყარო ამბობს, ზესტაფონი ცირეკიძის პოლიციის უფროსობის დროს, არა თუ მხარეში, არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში იმ ერთ-ერთ ადგილად რჩებოდა, სადაც ყველა გამვლელ-გამომვლელმა იცოდა, თუ რომელ აფთიაქში იყიდებოდა წამალი!

ამბავი #2_ “ახალი ცოცხი კარგად ჰგვის?!”

ქუთაისის ციხეში 20 წლით თავისუფლებააღკვეთილმა ვინმე სულაქველიძემ, რომ შეიტყო კიდევ უმატებდნენ მსჯავრს, ვენები გადაისერა და ციხიდან ქალაქის ავტოქარხნის საავადმყოფოში გადაიყვანეს. პირველადი სამედიცინო დახმარებააღმოჩენილმა დამნაშავემ, რომელსაც, როგორც ამბობენ, ორი უმძიმესი მკვლელობა ედება ბრალად, საავადმყოფოდან, ჩაძინებული ბადრაგის წყალობით, გაქცევა მოახერხა. დილიდანვე გადაკეტილ ქალაქის ავტოქარხნის პერიმეტრს, მხარისა და ქალაქის პოლიციის განყოფილებები აკონტროლებდნენ, პოზიციებს ამაგრებდა ქუთაისის პატრულიც. ქალაქის გარეუბნის ბლოკირება უმოკლეს დროშივე მოხდა, თუმცა, მსჯავრდებული სულაქველიძე, მაინც ახერხებდა პროფესიონალებისგან თავის დაძვრენას. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემჩნევა და გამორჩევა მასისგან, მარტო იმითაც შეიძლებოდა, რომ გაქცეულ პატიმარს მხოლოდ ქვედა საცვალი ეცვა. სამართალდამცავებმა, მხოლოდ გვიან საღამოს მოახერხეს მისი დაკავება დევნილების საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ავტოფარეხებთან. გაქცეულ პატიმარს რომ არ შექმნოდა ჯანმრთელობის საფრთხე (თურმე, უკვე სისხლისგან იცლებოდა!), ქუდზე კაცმობილიზებული პოლიცია ვერც მიაგნებდა. ისე, “პროფესიონალ” პოლიციელებს მის დაკავებაში კუდ-ი მიხმარებია, თორემ “დახუჭობანას” დიდხანს ეთამაშებოდა პატიმარი!

ერთი სიტყვით, ცირეკიძის შესახებ, რომელიც როგორც აღვნიშნეთ, დღეს ქუთაისის ციხის უფროსია, ბევრი ინფორმაცია არსებობს. სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ირაკლი კორძაიას თქმით, ცირეკიძე სისტემაში ახალი ხელისუფლების მიერ მოყვანილი არ არის და იმ შემთხვევაში, თუკი მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები დადასტურება, პასუხსაც აგებს:

_ ეს ადამიანი სისტემაში ახალი ხელისუფლების მოსვლამდე მუშაობდა და დარჩა სისტემაში. რაც შეეხება პატიმრის ბრალდებას, კარგი იქნება მან, როგორც თქვენ გითხრათ, ისე იმ უწყებებსაც მიმართოს, რომელთა ვალდებულება ამ საკითხის მოკვლევაა. თუ ამ ადამიანის ბრალეულობა გამოიკვეთა, პროკურატურა იმისთვის არსებობს, რომ დამნაშავეს დამნაშავე დაარქვას, დანაშაულს კი _ დანაშაული.

_ ბატონო ირაკლი, როგორც პატიმარი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მის მიმართ ძალადობის ფაქტებს ციხეშიც ჰქონდა ადგილი და როგორც გვითხრეს, ბათუმის ციხის უფროსის მოადგილე, სადაც ამჟამად ჩვენი რესპონდენტი იმყოფება, დავით ცირეკიძის მეგობარია.

_ თუ ახალი ხელმძღვანელობის პერიოდში მის მიმართ ხორციელდება, როგორც თქვენ ამბობთ, ძალადობა, ამ ადამიანმა უნდა დაწეროს განცხადება გენინსპექციის სახელზე. თქვენ, ალბათ, ადევნებთ თვალ-ყურს, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ უღირსი თანამშრომლების გამოვლენაზე. საჩივრის შემდეგ თუკი გამოიკვეთება ბრალეულობა, ეს ადამიანები იქნებიან დათხოვნილები. დათხოვნის შემდეგ კი, ჩვენგან საქმე ეგზავნება პროკურატურას და ისინი წყვეტენ რა და როგორ გააკეთოს.

P.S. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ბათუმის ციხეში რემონტი იწყება და პატიმრების ნაწილი ქუთაისის, ნაწილი კი რუსთავის ციხეში გადაჰყავთ.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ციხის უფროსი, ცირეკიძის მარჯვენა ხელი ალექსანდრე ბირთველიშვილია, რომლის მიმართ მამუკა მგალობლიშვილს პრეტენზიები აქვს _ როგორც იგი ამბობს. ცირეკიძის მიერ გაკეთებული შეთავაზების დროს, ბირთველიშვილიც იქ იყო. მგალობლიშვილი და მისი ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ პატიმარს აღნიშნული ციხეებიდან ერთ-ერთში გადაიყვანენ, მის სიცოცხლეს სერიოზული საფრთხე დაემუქრება.

“გურია ნიუსმა” საქმის კურსში უკვე ჩააყენა სასჯელაღსრულების სამინისტრო, რომელიც, იმედია, მგალობლიშვილის და მისი ოჯახის ზემოთ აღნიშნულ მოტივს გაითვალისწინებს.

გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

ჟურნალისტური გამოძიება

როგორ აღმოჩნდა ყოფილი მფლობელისთვის წართმეული ლისის ტბა მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში

21:05; 12 მაისი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

უპასუხო კითხვები ლისის ტბის საქმეში

14:04; 27 აპრილი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

მაღალჩინოსნები და ბიზნესმენები დასაკითხ პირთა სიაში _ რა ეტაპზეა ლისის ტბის საქმის გამოძიება

20:03; 29 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

რატომ არ მიიღო მტკიცებულებად სასამართლომ კეზერაშვილის მოადგილის კაბინეტში ქონების დათმობაზე დაწერილი განცხადება

13:03; 15 მარტი, 2017
ჟურნალისტური გამოძიება

შუაღამისას „საკუთარი ნებით დათმობილი” ქონება, ანუ როგორ დაკარგა ბიზნესმენმა „ლისის ტბა“ – ნაწილი I

10:03; 1 მარტი, 2017

"ივანიშვილს თბილისის მერიის ხელში ჩაგდება უნდა, როგორც კოლმეურნეობის ერთ-ერთი განყოფილების"

"ბატონო არჩილ, თქვენი "შეწყალებული" პროკურორები ძმის ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ ჩემს შვილს!"

ყველა სიახლე

საზოგადოება

ვინ ესწრება მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს

13:40; 14.07.2025
მთავარი

ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდა

13:30; 14.07.2025
პოლიტიკა

ბრიტანეთის ელჩი: კოალიციის მრავალი წევრი შეშფოთებულია საქართველოში მედიის თავისუფლების გაუარესებით

13:21; 14.07.2025
ფინანსები

გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად – Iveria Beach-ზე Live კონცერტების სერია იწყება

13:04; 14.07.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

12:51; 14.07.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკისა და Mastercard-ის შეთავაზებები ტექნოლოგიურ პლატფორმებზე ბიზნეს მობილბანკში

12:37; 14.07.2025
სპორტი

ოფ-როუდერთა შეჯიბრი სურებში- ვინ არიან გამარჯვებულები

12:03; 14.07.2025
ფინანსები

თიბისისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) სტრატეგიული თანამშრომლობა

11:42; 14.07.2025
სამართალი

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს- რა მოხდა გორში

11:35; 14.07.2025
საზოგადოება

“მე ვარ მდგმური და ეს არის მთავარი მოქმედი პირი” – ლომის ბოკვერი შანი დირექტორის კაბინეტში ბოლო დღეებს ატარებს

11:28; 14.07.2025
საზოგადოება

“გამოიჩინეთ სიფრთხილე”- გარემოს დაცვის სამინისტრო საზოგადოებას აფრთხილებს

10:14; 14.07.2025
მსოფლიო

მედია: ირანის პრეზიდენტი ისრაელის თავდასხმის დროს მსუბუქად დაიჭრა

9:57; 14.07.2025
სამართალი

დენის დარტყმის შედეგად მამაკაცი დაიღუპა

9:34; 14.07.2025
საზოგადოება

ქართული ბაიკონური თუ რუსული აფერა

19:02; 13.07.2025
საზოგადოება

“ქორწილში, ცეკვის დროს, 27 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა”- ტრაგედია სამეგრელოში

18:41; 13.07.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,ივანიშვილმა გვითხრა, ვისაც ფული არ გაქვთ, პოლიტიკურად ბეცები, უინტელექტოები და უტვინოები ხართო” – მეგი გოცირიძე

12:30; 13.07.2025
0

„ყველა პაციენტისთვის იმედი იყო”

13:02; 11.07.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო