“მილიონის გადახდას არ ვაპირებ, იმიტომ რომ არ მაქვს. ქართულ პოლიტიკაში ერთადერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შეუძლია ამის გადახდა, კოლმეურნეობის თავმჯდომარისა არ იყოს. პროკურატურის მთავარი მოთხოვნა უფლებამოსილების შეჩერებაა, რაც პოლიტიკური მოტივია.
ყველაფერი ცხადია, ივანიშვილს თბილისის მერიის ხელში ჩაგდება უნდა, როგორც კოლმეურნეობის ერთ-ერთი განყოფილების. რაც სეეხება მოთხოვნას, რომ არ გადავკვეთო საზღვარი, მე ამ 100 დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვიყავი უცხოეთში, გაქცევას არსად ვაპირებ, ამ სიამოვნებას ივანიშვილს არ მივანიჭებ. ეს ყველაფერი პოლიტიკის იარაღად ქცეული პროკურატურის გაბაძების მცდელობაა” _ განაცხადა უგულავამ.