22 წლის სამტრედიელი ლანა დარჯანია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დღეს შუადღისას ,,ჯეო ჰოსპიტალსის” სამტრედიის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, როგორც მორიგე ექიმი ეთუნა გრძელიძე ამბობს, გარდაცვლილი შეიყვანა.
,,როდესაც პაციენტი ჩვენთან შემოიყვანეს, უკვე გარდაცვლილი იყო. ამდენად ვერ მოხერხდა მისი დათვალიერება. აღენიშნებოდა სისხლდენა, თუმცა, შეუძლებელია, დაგიკონკრეტოთ, საიდან. დასკვნის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ”,_ განაცხადა ,, გურია ნიუსთან” მორიგე ექიმმა.
ამ დროისთვის რაც არის ცნობილი, 22 წლის ლანა დარჯანიას რამდენიმე დღის წინ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა. ის სახლში იყო უკვე გამოწერილი. გარდაცვლილი გოგონას ცხედარი ქუთაისში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზეა გადატანილი, საიდანაც დასკვნას ელოდებიან.
“გურია ნიუსი” უსამძიმრებს ლანა დარჯანიას ოჯახს, ახლობლებს და გამძლეობას უსურვებს მათ.
ავტორი