რაც მოხდა დღეს ბრიუსელში, ეს ჩვენ გავატარეთ როგორც ჩვეულებრივი მოვლენა. მაგრამ, პირველად ისტორიაში მოხდა ისე, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა, არ იქნა მიღწეული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო.” _ მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას, რომელიც მან მხოლოდ ტელევიზიების ჟურნალისტებისთვის გააკეთა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თინათინ ხიდაშელი სოციალური ქსელით გამოეხმაურა:
“მეგობრებო, სამწუხროდ ვერ ვუყურებ ეხლა სააკაშვილს, მაგრამ თბილისიდან დამირეკეს რა ხდება ჩვენს თავს, რა დაიბლოკაო.
ყველა მინდა მინდა დაგამშვიდოთ არაფერი ხდება, გარდა იმისა რომ სააკაშვილს დავესესხები უპრეცედენტო ამბავი მოხდა, როდესაც ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების შეთავაზებები, რომელიც ფაქტებიდან გამომოდინარე უბრალოდ ტყუილი იყო, არ გავიდა. სულ ეს არის. მაგალითად, ბატონი კანდელაკი ითხოვდა რომ ევროპის კავშირის დეპუტატებს და ჩვენ ერთხმად გვეთქვა რომ პარლამენტის წევრებზე მიდინარეობს ზეწოლა როგორც აღიარებული და ნამდვილი ფაქტი და ეს დაგვეგმო, ჩვენ ავუხსენით ყველას, ვისაც კითხვები ქონდა რომ ეს არ არის სიმართლე და იგივე მოსაზრება ქონდათ ასევე, მერე პარტიულ მიკერძოებაში რომ არ დამდონ ბრალი, მაგალითად მწვანეებს. ასეთები კიდევ ბევრი იყო, და არ გავიდა. არ გავიდა იმიტომ რომ დამთავრდა ის დრო როდესაც ცალკარში მიდიოდა თამაში, და როგორც ჩვენმა ბულგარელმა კოლეგამ თქვა სხდომაზე, ის ადრე საქართველოზე მომხსენებელი იყო და კარგად იცის აქაურობა, სრულიად უპრეცედენტო ამბავია, ადრე ოპოზიცია არ მახსენდება, ამ დარბაზში ყოფილიყოსო. ეს კარგი მაგალითია იმის, რა შეიცვალა საქართველოშიც და მის გარეთაც და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ბოლომდე შევეცდებით ჩვენი სიმართლის მიტანას ყველა დონეზე, ყველა ინსტიტუტთან და საბოლოოდ ყველაფერი გამოსწორდება.
ამასობაში, საკმაოდ ბევრი შეხვედრა გვქონდა და სრულიად დარწმუნებით მინდა გითხრათ რომ წინსვლისათვის გზა ღიაა და მთავარია ჩვენ სისტემურად და მშვიდად გავაკეთოთ ჩვენი საქმე და ყველაფერი კარგად იქნება.” – წერს თინა ხიდაშელი.
































































