ელჩის აღნიშნული ჯილდო საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გადაეცა. ზემოაღნიშნული ჯილდო საქართველოს ელჩს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ი. მარტონიმ გადასცა.
ზვიად ჭუმბურიძე 2009 წლიდან უნგრეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩია. მას მიმდინარე წელს როტაციის ვადა უსრულდება.