ცესკო–მ დაასრულა შუალედური არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებელად კანდიდატების განაცხადების განხილვა. ცნობილი გახდა, რომ სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიაში იქნებიან მაყვალა ზამთარაძე და ალექსანდრე ნინუა.
ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისია 8 წევრისგან დაკომპლექტდა – თამარ კინწურაშვილი, ლია მამაგულაშვილი, ნინო ბუსკივაძე, გია ნიკოლაიშვილი, დავით მიხელიძე, დავით ასათიანი, დავით ჯაგაშვილი, დავით ცერცვაძე.
რაც შეეხება ბაღდათის საოლქო საარჩევნო კომისიას, იქ ზაირა იოსებაშვილი იქნება წარმოდგენილი.
სამტრედიის მუნიციპალიტეტი უკვე ემზადება არჩევნებისა და წინასაარჩევნო პერიოდის ორგანიზებულად წარმართვისათვის. ადგილობრივ თვითმმართველობას ევალება, თავის თავზე აიღოს საორგანიზაციო საკითხები. მათ შორის, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების საარჩევნო კამპანიისთვის (აგიტაციისთვის) შენობა-ნაგებობების გამოყოფის შესახებ და სარჩევნო პლაკატების გასაკრავი და გამოსაფენი ადგილების გამოყოფის შესახებ საკითხი.