“27 თებერვალს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტებთან შეხვედრაზე შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლოს მიერ გამოტანილი კიდევ ერთი გადაწყვეტილება დაუსაბუთებლად გააკრიტიკა.
მინისტრის კრიტიკის ობიექტი ამჯერად ბათუმის საქლაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გახლდათ. ღარიბაშვილის ინფორმაციით, სასამართლო პოლიციის მიერ დაკავებულ დამნაშავეებს დაუსაბუთებლად და უკანონოდ ათავისუფლებს. საქმის რეალური სურათი სრულიად განსხვავებულია”
15 თებერვალს, ბთუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით ბრალდებულებს ბაჩანა ჯანჯღავას და გოჩა ჯაკობიას პატიმრობა შეეცვალათ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით, გირაოთიი 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლით ადამიანის დაკავება დასაშვებია კანონის განსაზღვრულ შემთხვევებში საგანგებოდ უფლებამოსილი პირის მიერ. პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არა უგვიანეს 48 საათისა. სასამართლომ არ გაიზიარა პროკურორის პოზიცია, რომ ბრალდებულები ნებაყოფლობით წაყვნენ პოლიციის მუშაკებს სენაკის რაიონიდან ბათუმში, რადგან მითითებული ფაქტი სადაოდ გახადა დაცვის მხარემ. სასამართლომ დაადგინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ვადის დარღვევა, რაც გახდა აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საფუძველი. ამავე საქმეზე დაკავებულია კიდევ 3 ბრალდებული, რომელთაც შეეფარდათ პატიმრობა. აღნიშნული განჩინება ბრალდების მხარეს არ გაუსაჩივრებია ზემდგომ ინსტანციაში” – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს პრეს-სპიკერის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სასამართლოს მონაცემებით, 2012 წლის 1 ნოემბრიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე პროკურატურამ 51 პირის მიმართ მოთხოვა პატიმრობა ყაჩაღობის ბრალდებით, აქედან 50 დაკმაყოფილდა და მხოლოდ ერთს შეეფარდა გირაო.