ობგაიძის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს არჩევნები ტაქსისტებმა კი არა, ქვეყანაში გამეფებულმა უსამართლობამ წააგებინა.
“როდესაც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნები ნახევრად ტაქსისტებმა წააგებინეს, ამ სიტყვებით მან ბოდიში მოუხადა იმ ადამიანებს, რომლებსაც გაუცრუა იმედები. არჩევნები მიხეილ სააკაშვილს მისმა უნიათობა, არასწორმა პოლიტიკამ, შექმნილმა ყვარყვარეს ციხეებმა, ჯიბის სასამართლომ, რომელიც ნოტარიუსად გადაიქცა, სიდუხჭირემ, პოლიტიზირებულმა პოლიციამ, ემიგრაციამ და სხვა ბევრმა პრობლემებმა წააგებინა. მე, ვამაყობ, რომ მძღოლები და ავტომობილისტები არიან ჩემი მეგობრები. სანამ ტაქსისტებს ახსენებს სააკაშვილი, კბილები კარგად გამოირეცხოს,” _ თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ოგბაიძემ.
ტაქსისტების შესახებ მიხეილ სააკაშვილმა 26 თებერვალს, ჟურნალისტების დროს ისაუბრა: “ამბობდნენ, რომ სააკაშვილს ტაქსისტების ჯიბიდან სახლში მიაქვს ერთი ლარი და თბილისში ყველა ტაქსისტს ჯეროდა ეს. ამ ტაქსისტებმა წაგვაგებინეს არჩევნები ნაწილობრივ. ამიტომ, ჩემო ძმებო ტაქსისტებო, შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ მოგატყუეს,” _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.