მისი შეფასებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა სენატში, სადაც სენტარორებთან რონ ჯონსონთან და ჯიმ რიჩთან შეხვედრაზე საქართველოსათვის მეტი მხარდაჭერის აუცილებელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრების დროს განსაკუთრებული ყურადღება ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და მთავრობის 100 დღიანი საქმიანობის, უკვე განხორციელებული პროგრამებისა და აუცილებლად გასატარებელ რეფორმებს დაეთმო. შეხვედრაზე საკონსტიტუციო რეფორმის დეტალებიც იყო განხილული.
პარლამენტის წევრმა თინათინ ხიდაშელმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი 26 თებერვალს დაიწყო.