https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    ინფექციონისტი – „ნოროვირუსის“ აფეთქება აშკარად უკავშირდება საკვებს, რადგან შემთხვევები ერთდროულად გამოვლინდა 20 ბაღში

    ნევროლოგი ალექსანდრე ცისკარიძე ექიმ მაია კოხტაშვილის დაკავებას ეხმაურება: მოქმედი რეგულაცია ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს

     „კოალიცია ცვლილებისთვის“ გიორგი ბარამიძის დაკავებას ეხმაურება

    სეს-მა ვეტერინარული კლინიკა ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო დააჯარიმა

    მოემზადე ახალი სასწავლო წლისთვის – საქართველოს ბანკის შეთავაზებები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის

    თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა  საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიანტისგან

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    მთის არწივი – ვაჟა-ფშაველა

    „კომსომოლისტების“ თარეში თბილისში

    ბედისწერამ თავისი გაიტანა

    ქართული ნაციონალიზმი

    როგორ გადაურჩა ქართველობა ციმბირში გადასახლებას

     „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1925 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

    კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

    სიმონ ჯანაშია: 90-იან წლებში დაგვაბრუნეს, სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი

    ამირან გამყრელიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნაჩქარევად მიღებულ ჯანდაცვის რეგულაციებს გადახედოს

    “ბიძინას კატეგორიულად არ აწყობს, დაბრალდეს თუნდაც ერთი მკვლელობა” – ბაია პატარაია

    “სანამ ცოცხლები ვართ, ამის ძალა გვაქვს“ — გიორგი კეკელიძე ფერისცვალებაზე

  • 21-ს ქვევით

    96 მედალოსანი და 7 აბიტურიენტი – ოზურგეთში წარმატებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

    ეროვნული გამოცდები ოზურგეთში: სიახლეა ის, რომ ახლა მესამე საჯარო სკოლაა მასპინძელი

    როგორ იქცევა ჩვეულებრივი საკლასო დავალება რეალობად?- მეშვიდე კლასის მოსწავლე ბუდუ ზივზივაძეს შეხვდა

    ბედნიერი გზებით იარეთ, ბავშვებო! _ნიჭის ზეიმი შუაფარცხმის საჯარო სკოლის სცენაზე

    რომელი არჩევითი საგნებია წელს ყველაზე მოთხოვნადი? — გამოცდების ცენტრის სტატისტიკა

    შემოქმედებითი საღამო-დაჯილდოება ჩოხატაურის მართლმადიდებლურ სკოლაში

  • მსოფლიო

    ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

    რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

    მაკრონი: “ჩვენი დღევანდელი და ხვალინდელი უსაფრთხოება სასწორზე დევს უკრაინაში”

    საფრანგეთის პრეზიდენტმა საწვავის მკვეთრ გაძვირებას “გაუსაძლისი” უწოდა

    რუსეთ-უკრაინის ომი: უკრაინის კონტრიერიში ლიმანისკენ, რუსული დრონების ახალი ტალღა და კრემლის მზარდი პრობლემები საწვავის სექტორში

    რუსეთ-უკრაინის ომი: 15 სექტემბრის მთავარი მოვლენები

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა იწვევს მიგრაციას და რა კეთდება ვითარების გამოსასწორებლად

9:30; 23.02.2023
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

მიგრაცია _ ანუ ადამიანის გადაადგილება ქვეყნის შიგნით ან მის საზღვრებს გარეთ ან დროებით გადასახლება _ ახალი არ არის და მას გამომწვევი სხვადასხვა მიზეზი აქვს.

რამდენიმე დღის წინ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე მოადგილეებთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) საქართველოს მისიის ხელმძღვანელს სანია ჩელებიჩ ლუკოვაცს შეხვდა.

სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა შეაჯამეს პროექტის შედეგები, რომელიც 2021-2022 წლებში გურიის რეგიონის ორ მუნიციპალიტეტში _ ოზურგეთსა და ჩოხატაურში ადგილობრივ თვითმმართველობებთან მჭიდრო თანამშრომლობით გახორციელდა. ასევე, იმსჯელეს დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის საკითხზე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახეს.

რა გაკეთდა პროექტის ფარგლებში, რა აიძულებს გურულებს მიგრაციაში წასვლას, ასევე, რა კეთდება მათ მშობლიურ კუთხეში დასაბრუნებლად, ამის შესახებ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ადგილობრივ კოორდინატორს, ნათია კვიციანს ვესაუბრეთ:

_ რა იწვევს მიგრაციას რეგიონში?

_ გამომწვევი მიზეზი სხვადასხვა შეიძლება იყოს და მხოლოდ დაბალი შემოსავლები ან უმუშევრობა არ არის ამის მიზეზი. ხშირად ინტერესი, სურვილი უფრო განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრებისა, ჯანმრთელობის პრობლემები და უცხოეთში უკეთესი ხარისხის სამედიცინო მომსახურების მიღება და სხვა.

_ რა გამოწვევების წინაშეა დღეს აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ადამიანები?

_ გამოწვევები იგივეა, როგორც მთელ ქვეყანაში, მაგრამ აქვე აღვნიშნოთ შესაძლებლობებიც. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა ცალკეულ თემებშიც კი განვითარების მრავალი მიმართულება, როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე, სხვა სექტორებშიც, ქვეყანაში მოქმედებს ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, ნაწილს სახელმწიფო და ნაწილს დონორი ორგანიზაციები უწყობენ ხელს. არის საგრანტო რესურსი მიკრო და მცირე სტარტაპებისთვის და სასესხო (შეღავათიანი და სხვა) შესაძლებლობები არსებული ბიზნესების განვითარებისთვის, ბიზნეს ტრენინგებით მომსახურება, შემდეგ ბიზნესის მენტორობა, ეს ყველაფერი გამოსაყენებელია, რომ ყველამ მოახერხოს კარმიდამოს გამართვა, ოჯახის შემოსავლის გენერირება. ასევე, არის მიგრანტთა ფულადი გზავნილები, რომელიც მათი ოჯახების კეთილდღეობას აუმჯობესებს. ჯერ კიდევ არ ხდება ამ თანხიდან მცირე დანაზოგების გაკეთება და შემდეგ ბიზნეს აქტივობაში ინვესტირება, რომელიც მიგრანტის ოჯახს შემოსავლის წყაროს გაუჩენს და განვითარების შესაძლებლობას მისცემს, ხოლო მიგრანტს უკან დაბრუნების შესაძლებლობას შეუქმნის.

რაც შეეხება მიგრაციის სტატისტიკას, ინტენსიურობას, კვიციანი გვეუბნება, რომ ოფიციალური მონაცემები მუნიციპალიტეტებიდან ემიგრაციის მასშტაბებზე, ასევე, უკან დაბრუნების შესახებ, ჯერჯერობით, არ არსებობს.

ოფიციალური სტატისტიკა, მუნიციპალიტეტებიდან ემიგრაციის მასშტაბებზე ჯერ არ არის, ასევე, არ არის უკან დაბრუნების სტატისტიკაც, თუმცა, ამ უკანასკნელზე უკვე ზრუნავს სახელმწიფო და ალბათ, ცოტა ხანში დაბრუნება-რეინტეგრაციის სტატისტიკა შეიქმნება.

კვიციანი ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მიგრაციას გურიიდან უფრო მეტად სეზონური ხასიათი აქვს, თუმცა, არის შემთხვევები, როცა საზღვარგარეთ სარისკო მარშრუტით მიდიან:

_ მიგრაციას გურიიდან უფრო მეტად სეზონური ხასიათი აქვს, თუმცა, ასევე, ევროკავშირის ქვეყნებისა და ზოგადად, ევროპისკენ მიემგზავრებიან. ახალი განვითარებაა მიგრაცია აშშ-ში მექსიკის გავლით, რაც მეტად სარისკოა და ადამიანს ძვირი უჯდება; ასევე, საეჭვოა ამ ქვეყანაში თავშესაფრის მიღება. გურიიდან ხალხი თბილისში და ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებშიც მიეშურება, რადგან იქ უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს. თუმცა, გურიაში სოფლის მეურნეობის თუ სოფლის სხვა ბიზნესების განვითარების შესაძლებლობები არის და შესაძლებელია გამოიყენო. მუნიციპალიტეტში შექმნილ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრში თუ მიხვალთ, მაგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კონსულტანტი კარგად დაგაკვალიანებთ, რა შესაძლებლობა არის ბიზნესის განვითარებისთვის. მაგალითად, ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ ცენტრმა 140 კაცზე მეტს გაუწია კონსულტაცია, დააკვალიანა და შემდეგ გადაამისამართა ბიზნეს პროგრამებზე და 40-მა მოიპოვა დაფინანსება. ეს საკმაოდ კარგი სტატისტიკაა.

რაც შეეხება დაბრუნების შემდეგ რეინტეგრაციაში ხელშეწყობას, ამ მიზნით სახელმწიფოს გამოყოფილი აქვს ნახევარ მილიონ ლარზე მეტი, რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამისთვის. ეს პროგრამა ახალ დაბრუნებულ ქართველ მიგრანტებს სთავაზობს სხვადასხვა დახმარებას, საჭიროებიდან გამომდინარე _ სამედიცინო, გადამზადების კურსები, ბიზნესის ხელშეწყობა და სხვა.

ჩვენი პროგრამა ემსახურება მუნიციპალიტეტების ჩართულობის გაზრდას დაბრუნებული მიგრანტების ხელშეწყობასა და მდგრადი რეინტეგრაციის ხელშესაწყობად. მუნიციპალიტეტების როლი ამ მიმართულებით უნდა გაიზარდოს და ამის პირველი კარგი შედეგები უკვე ჩანს. ჩვენი პროგრამის გახორციელებაში მუნიციპალიტეტები ყველა მის კომპონენტში მონაწილეობს. ახლა მთავარია რეინტეგრაციის ხელშეწყობის საკითხი ადგილობრივი განვითარების პროგრამებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში აისახოს და შესაბამისად, კონკრეტული ზომები დაისახოს, უკან დაბრუნებული მიგრანტების და მათი დაბრუნების თემებში რეინტეგრაციის მდგრადობის მისაღწევად.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, “მდგრადი რეინტეგრაცია და თემის გაძლიერება, პილოტური ინიციატივა მიგრანტთა დაბრუნების შერჩეულ თემებში”, დაფინანსებულია მიგრაციის განვითარების ფონდისა (IDF) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ. იგი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას დაბრუნებული მიგრანტების მდგრადი რეინტეგრაციის უზრუნველყოფის და ადგილობრივი თემების გაძლიერების მიმართულებით. პროექტი ითვალისწინებს მიგრანტებისა და მათი დაბრუნების თემების როლის წარმოჩენას განვითარების პროცესში, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების თანამონაწილეობით.

გურიაში, პროექტი ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხორციელდება. მუნიციპალიტეტებში პროექტის ხელშეწყობით ფუნცქიონირება დაიწყო საინფორმაციო, საკონსულტაციო და რეფერალურმა ცენტრმა. ცენტრის თანამშრომლები კონსულტაციას უწევენ, როგორც უკან დაბრუნებულ მიგრანტებს, ასევე, მიგრაციის გამოცდილების არ მქონე ადგილობრივ მოსახლეობას სოციალურ ეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებზე, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო და დონორი/პარტნიორი ორგანიზაციები. ეს არის როგორც ჯანდაცვის, განათლების, სოციალური მომსახურების, ასევე, ბიზნესის ხელშემწყობ ყველა პროგრამაზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გურიის რეგიონში თუ ამ მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. ყველას, ვისაც აინტერესებს უნარების განვითარება დასაქმების მიზნით, ან ბიზნესის დაწყება ან სხვა ინფორმაცია, შეუძლია, მიმართონ ამ ცენტრებს კვალიფიცირებული ინფორმაციისა და მიზნობრივი გადამისამართებისთვის. ეს ინფორმაცია მეტად მნიშვნელოვანია უკან დაბრუნებული მიგრანტებისთვის, რომლებიც არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა შესაძლებლობები არსებობს დღეს საქართველოში რათა მიზნობრივად გამოიყენონ ისინი.

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა ბიზნესები უკან დაბრუნებული მიგრანტებისა და ადგილობრივი სხვა არამიგრანტი პირების ერთობლივი ინიციატივით. მათ შორის არიან რუსეთიდან და უკრაინიდან უკანასკნელ პერიოდში დაბრუნებული მიგრანტებიც.

ასევე, შეიქმნა მრავალპროფილური სათემო ცენტრი ბუკისციხეში. ეს გახლავთ თემის შესაკრები სივრცე: ცეკვის კლასი ბავშვებისთვის, მაგიდის ჩოგბურთი, საოჯახო კინოთეატრი _ სპორტული გადაცემები, ფილმები; შეხვედრები _ სათემო მობილიზაციის საკითხებზე; სატრენინგო სივრცე _ ბიზნესის, დასაქმების ხელშეწყობისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის.

ცნობისთვის _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებაცაა: “ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-2021 წლებში უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ ოთხ წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა”, _ წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.

“როდესაც ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად შედარებით სუსტი ქვეყნის მოსახლეობას სავიზო რეჟიმს უმარტივებს, ბუნებრივია, ეს ფაქტი მოსახლეობის გადინებას უწყობს ხელს.

მაგალითისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისა და უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, ლიეტუვაში მოსახლეობა 600 ათასით _ 3,4 მილიონიდან 2,8 მილიონამდე, ხოლო ლატვიაში 400 ათასით _ 2,3 მილიონიდან 1,9 მილიონამდე შემცირდა. ამასთან, ქვეყნიდან გასული ლიეტუველებისა და ლატვიელების უდიდესი უმრავლესობა ახალგაზრდები იყვნენ.

ამ ფონზე, საქართველოს მაქსიმალურად ოპტიმალური მონაცემები აქვს. კერძოდ, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების შემდეგ, 2018-2021 წლებში, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ მხოლოდ 29 ათასი შეადგინა, ანუ ოთხ წელიწადში ქვეყნიდან მხოლოდ 29 ათასი ადამიანით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა (შედარებისთვის, წინა ხელისუფლების დროს, 2004-12 წლებში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის რეჟიმით ვერ სარგებლობდნენ, უარყოფითმა მიგრაციულმა სალდომ 221 ათასი შეადგინა).

რომ არა ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ 2018-21 წლებში საქართველოს არა უარყოფითი, არამედ დადებითი მიგრაციული სალდო ექნებოდა.

აშშ საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებით საკმაოდ მკაცრ სავიზო პოლიტიკას ატარებს. მაგალითად, 2021 წელს აშშ-მა რუსეთის მოქალაქეების სავიზო განაცხადების 71 პროცენტი, ხოლო საქართველოს მოქალაქეების სავიზო განაცხადების მხოლოდ 37 პროცენტი დააკმაყოფილა (https://ukvisa.blog/2019/08/01/usa-visa-refusal-rate/). რა თქმა უნდა, ეს გარემოება საქართველოს მოქალაქეებს სერიოზულ დისკომფორტს უქმნის, მათ შორის ადამიანების ნაწილს რისკზე წასვლას და აშშ-ში მექსიკის გავლით გადასვლას აიძულებს. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი სავიზო პოლიტიკა საქართველოდან აშშ-ში ქართველების იმიგრაციას არსებითად აფერხებს, რასაც თავისი დადებითი ეფექტიც აქვს. აშშ-ის მიერ სავიზო რეჟიმის შერბილების პირობებში, ბუნებრივია, მიგრაციის სალდო გაუარესდებოდა.

დასკვნის სახით შეიძლება, ითქვას, რომ საქართველოს დემოგრაფიული მდგომარეობა და ტენდენციები სერიოზულ ყურადღებას საჭიროებს. თუმცა, ამ თემაზე ჭარბობს სპეკულაციური და უტრირებული განცხადებები, რაც სათანადო პასუხს მოითხოვს.

ვინც ქვეყნის დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებაზე რეალურად ზრუნავს, არა სპეკულაციებით, არამედ შესაბამისი საქმიანი წინადადებების წარდგენით უნდა იყოს დაკავებული”, _ წერს ირაკლი კობახიძე “ფეისბუქზე”.

რუსა ოქრუაშვილი

ავტორი

მიგრაციანათია კვიციანი
გაზიარება10Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20 სექტემბერი, 2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20 სექტემბერი, 2026

გაუმკლავდნენ თუ არა პრობლემებს ოზურგეთში დიდთოვლიანობის დროს

„ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი“ ჩოხატაურში

ყველა სიახლე

საზოგადოება

რა არის, როგორ ვრცელდება და რა უნდა ვიცოდეთ ნოროვირუსის შესახებ?

16:32; 20.09.2026
სამართალი

პროკურატურა – “არასრულწლოვანს ვიდეოზარით შიშველი სხეულის ჩვენებას სთხოვდა”

16:25; 20.09.2026
საზოგადოება

ე.წ მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

15:04; 20.09.2026
მსოფლიო

ასეთი საჰაერო შეტევა სტალინისდროინდელ მოსკოვსაც არ ახსოვს-უკრაინული კამიკაძე-დრონები მორიგ საბრძოლო რეკორდს ამყარებენ…

14:56; 20.09.2026
საზოგადოება

“ბათუმში 24-საათში მოსული ნალექის რაოდენობა უპრეცედენტოა და განეკუთვნება 100-წლიანი განმეორებადობის ნალექს”

14:38; 20.09.2026
ზაფრანი

2026 წლის ოქტომბერში განსაკუთრებული წარმატების შანსი ზოდიაქოს ამ 4 ნიშანს აქვს

12:32; 20.09.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

11:21; 20.09.2026
საზოგადოება

რა გახდა ბავშვთა ავადობის სავარაუდო მიზეზი _ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

11:01; 20.09.2026
მსოფლიო

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩადენილია სექსუალური ძალადობის სულ მცირე 1004 შემთხვევა

10:50; 20.09.2026
საზოგადოება

112 განცხადებას ავრცელებს

10:26; 20.09.2026
ზაფრანი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

0:06; 20.09.2026
საზოგადოება

“ჩამოსულმა მიწის მასამ გამოიწვია შეფერხებები ლიანდაგებზე”- “საქართველოს რკინიგზა”

22:54; 19.09.2026
საზოგადოება

მეწყერი ციხისძირში- ბათუმი-ქუთაისი მატარებელი ჩაქვში დაბრუნდა

21:55; 19.09.2026
საზოგადოება

თბილისის 21-ე საჯარო სკოლის მშობლები სამინისტროში დაიბარეს

18:19; 19.09.2026
პოლიტიკა

ვინ ლიდერობს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში

17:21; 19.09.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ფოტოამბავი თელავის საგამოცდო ცენტრიდან – 30 წლის მონაზონი ერთიან ეროვნულ გამოცდებს აბარებს

14:57; 2.07.2026
0

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,მგონი ვიცი, რაც ემართებათ სუსის უფროსებს“ – ნინო ჯანგირაშვილი

14:43; 14.09.2026
0

კახა კახიშვილი: „ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ“

12:00; 14.09.2026

ხსოვნა

ხსოვნა

მამუკა ცინცაძე

11:22; 6 აპრილი, 2026
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

09:02; 4 აპრილი, 2026

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო