სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღევანდელი სხდომა რიგრიგობით დატოვეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა _ პირველები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები იყვნენ. მოგვიანებით მათ გზას პარტია ,, საქართველოსთვის” წევრი კობა ძიძიგური დაადგა. მიზეზი ქვეყანაში,, ხალხის ძალის” მიერ ინიცირებული კანონპროექტის გაპრორესტება იყო, და საკრებულოს ტრიბუნიდან მიმდინარე საკითხების ირგვლივ გამოხსენებით გამოსული სამტრდიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, მერაბ უღრელიძე გახლდათ, რომელიც იმავდროულად არის პარტია ,,ხალხის ძალის ” წარმომადგენელი სამტრედიაში.
,,ჩვენი პროტესტი დაკავშირებულია ამ ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატეობრივ რუსულ კანონთან. მერაბ უღრელიძეს, რომელიც არის ,,ხალხის ძალის” წარმომადგენელი სამტრედიაში მას ნამდვილად ვერ მოვუსმენდით.”– ,,გურია ნიუსთან” კომენტარში განაცხადა სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია,,ნაციონალების” წევრმა, აკაკი მინაშვილმა.
“მთელი ჩემი ცხოვრება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას შევალიე; ზოგჯერ იარაღით, უმეტესწილად სიტყვით. მიმაჩნია, რომ ეს კანონპროექტი ემსახურება ევროპისგან ჩვენი გზების მოკვეთას და რუსეთისკენ შებრუნებას,. რაც ჩემთვის მიუღებელია. ეს უკანასკნელი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.”- ასეთია კობა ძიძიგურის პოზიცია.
ოპოზიციის გადაწყვეტილებას, სხდომის დატოვების თაობაზე შეფასება მისცა ზაზა ადეიშვილმა, საკრებულოს წევრმა უმრავლესობიდან:
,,უღრელიძე რას ფიქრობს კონკრეტულ კანონპროექტზე, რომელზეც პარლამენტი მუშაობს, არასერიოზულად მიმაჩნია. დღევანდელი საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში საკმაოდ ბევრი საკითხი გვქონდა განსახილველი. პარლამენტში კანონპროექტზე მუშაობა, ჩემი აზრით, ხელს არ უნდა გვიშლიდეს სამტრედიის საკრებულოს სხდომის ჩატარებაში. ტყუილს ვერ ვიტყვი, ეს კონკრეტული კანონპროექტი მუხლობრივად მქონდეს გავლილი. თუმცა, შემიძლია, გითხრათ, ორივე ხელით ვემხრობი ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და სვლას ევროპისაკენ. ჩემი პირადი განცდა, აღქმა არის ასეთი: სამტრედიის წინსვლისთვის ცხარე დებატები გვქონდეს საკრებულოში, ვიდრე ოპოზიციის ფლანგზე ცარიელი სკამები იდგეს.”
ავტორი