სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება დიდ დიღომში მომხდარ საზარელ ტრაგედიას.
„დაკარგული გოგო თოკით გაგუდული იპოვეს, სასწრაფომ გული ვერ აუმუშავა.
გააცალეთ ბავშვები ამ ქვეყანას, გაასწარით“, – წერს ფერაძე.
შსს-მ საქმესთან დაკავშირებით უკვე გაავრცელა განცხადება.
გამოძიება სს კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებაში.
წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს დაზიანება ყელის არეში აღენიშნება, გარდაცვალების ზუსტ მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს.
ცნობისთვის, გოგონას ოჯახი, პოლიცია და ადგილობრივები საღამოს 23:00 საათიდან ეძებდნენ.
რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ მოზარდი მეთორმეტე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოფარეხის უკან უგონო მდგომარეობაში იპოვეს.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის მანძილზე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.