ნოზაძეები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში ცხოვრობდნენ. მათ მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება _ ოჯახი მხოლოდ სოციალური დახმარებით ინახავს თავს, სულ 11 შვილი ჰყავთ _ შვიდი გოგონა და ოთხი ბიჭი. აქედან შვიდი მცირეწლოვანია. სკოლა და ბაღი მოშორებითაა საცხოვრებელი ადგილიდან _ სკოლა ხუთ კილომეტრში მდებარეობს, ბაღი კი ორში.
რობიზონ ნოზაძე: “მყავს 11 შვილი. 2 მარტს საზეიმო ვითარებაში ფონდმა “იავნანამ გადმომცა სახლი. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი და ჩემი პატარების გასაჭირი გულთან მიიტანა და ერთი ზარი მაინც განახორციელა. ქართველი ხალხი აუცილებლად უნდა გამრავლდეს.”