გიორგი სანაიას ძმამ, ჟურნალისტმა ვახო სანაიამ 12 წლის შემდეგ, საჯარო განცხადება გააკეთა. ოჯახი მთავარ პროკურატურას გიორგი სანაიას საქმის ხელახალი გამოძიებისთვის მიმართავს.
რატომ გადაწყვიტა ოჯახმა 12 წლის შემდეგ მიემართა პროკურატურისთვის და რა ვერსია აქვთ გიორგი სანაიას მკვლელობასთან დაკავშირებით, ამაზე “გურია ნიუსი“ ამაზე ვახო სანაიას ესაუბრა.
“ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ წინასწარი გამოძიებიდან დაწყებული არ ვენდობოდით გამოძიებას. რადგან პირველივე დღიდან დაიწყო ყველაფრის გაყალბება. ნივთმტკიცების განადგურება და ა.შ. 12 წლის განმავლობაში ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საქმე არ არის გამოძიებული და ეს არის პოლიტიკური მკვლელობა.
2004 წლის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ გადაწყვეტილება არ უშლის პროკურატურას ხელს, გაგრძელოს თავისი საქმიანობა და დაადგინოს ამ საქმის სხვა შესაძლო თანამონაწილეები. ამიტომ, პროკურატურას რეალურად მიმართვა არ ჭირდებოდა. მაგრამ, 12 წლის განმავლობაში, ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით ამას. თვე ისე არ გავიდოდა, ამაზე საჯარო განცხადება არ გაგვეკეთებინა. ამ ეტაპზეც სამართალო გადაწყვეტილების და იქ არსებული ჩანაწერის მიხედვით, ოფიაციალური მაიმართვა არ არის საჭირო. მაგრამ, ჩვენ ამას მაინც გავაკეთებთ. იმისთვის, რომ პროკურატურას გავუადვილოთ საქმე, მსვლელობის დროს სად იყო დარღვევები, ამას ყველაფერს გავუგზავნით მთავარ პროკურორს და ასევე მივუთითებ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებასაც, რომლის მიხედვითაც პროკურატურას შეუძლია, ნებისმიერ წუთს აღძრას საქმე და ხელახლა დაიწყოს ძიება.
ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ვინ, როდის, რა ეტაპზე რას აცხადებდა. მე მაქვს მიზანი ეს საქმე იყოს გამოძიებული. მთავარია მოხდეს საქმის გამოძიება. ყველა შესაძლო ვერსია დამუშავდეს. მე ეჭვი არ მეპარება რომ ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა. ამიტომ, ახლა ვფიქრობ ყველანაირი საშუალება აქვს გამოძიებას იმისთვის, რომ დადგინდეს სიმართლე, რა მოხდა.
პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება. ყველაფერი უნდა ჩატარდეს საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ. ჩვენ ვაპირებთ ამ საქმის ყველა ეტაპზე საზოგადოება ჩავაყენეთ საქმის კურსში. საზოგადოების დიდი ინტერესი არსებობს და ამიტომ მივმართეთ ასე საჯაროდ და გავაკეთე მე განცხადება, რასაც ოპერატიულად გამოეხმაურა მთავარი პროკურორი. გააკეთა ზუსტად ის განცხადება, რაც მე მსურდა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის თუ დასაბუთებული განცხადება შევა, რომ დაიწყოს ხელახალი გამოძიება.”