იტალიელი ჟურნალისტი ანა ტრიესტე „ნაპოლისა“ და „მილანის“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის გუშინდელი მატჩის შემდეგ, ნეაპოლელთა ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკას twitter-ზე გამოეხმაურა.
ჟურნალისტმა, ქართველ ფეხბურთელს სოლიდარობა გამოუცხადა
“ხელები შორს კვარაცხელიასგან! კი, ბატონო, მან თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა, თუმცა, თუ ამ საღამომდე მოვედით და რაღაც დონეზე ვიოცნებეთ, ეს, პირველ რიგში, მისი დამსახურებაა”, – წერს ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, გუშინდელი შეხვედრა ნეაპოლში ფრედ, 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ ლიგას გამოეთიშა, რადგან პირველი შეხვედრა 0:1 ჰქონდა წაგებული. კვარაცხელიამ 81-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ავტორი