_ ამჯერად დაბა ღრმაღელის მოსახლეობას გუშინ, გვიან ღამით მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა ურუშაძემ ახალი რწმუნებული წარუდგინა _ ბიჭიკო ბიჭიძე, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გურამ ჩუბინიძემ ჩაანაცვლა. წარდგენას სოფლის მოსახლეობა ესწრებოდა. ისინი საკუთარ პრობლემებზე ესაუბრებოდნენ გამგებელსა და წარდგენაზე მყოფ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიგინეიშვილს. ისინი საკუთარ მოსაზრებებს ახალი რწმუნებულის შესახებ ღიად გამოხატავდნენ: “ვიცით, რომ კარგი პიროვნებაა, გვაქვს მისი იმედი, მაგრამ დანარჩენზე ვერაფერს ვიტყვით, საქმით დაგვიმტკიცოს,” _ ამბობდნენ ადგილობრივები.
ზაზა ურუშაძე: “გურამ ჩუბინიძე დღეს ჩვენ დავნიშნეთ სოფელ ღრმაღელის რწმუნებულად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ _ ამ ადამიანს კონკურენტი არ ჰყავდა. კანდიდატის არჩევის წინ მოსახლეობის აზრი გავითვალისწინეთ. ადგილობრივებს შეეძლოთ სხვა კანდიდატიც დაესახელებინათ. სოფლებში რწმუნებულები სამი თვით ინიშნებიან. ჩვენ ვნახავთ. ის ამ სამი თვის განმავლობაში გაამართლებს თუ არა. თუ არ გაამართლებს, მაშინ გადავაყენებთ მას და ახალს ავირჩევთ. ჩვენ ვეცდებით, რამდენიმე კვირაში ყველა სოფელში მოვრჩეთ რწმუნებულების არჩევას.”
ამჯერად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 8 სოფელს უკვე ახალი რწმუნებული ყავს.