ბუენოს აირესში, მსოფლიოს ქვიშის თამაშების მეოთხე სალიცენზიო ტურნირი, რომელიც ამავდროულად მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიც იყო, საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
კონკურენციაში ხუთი ქართველი ჩაება და ხუთივემ მედალი მოიპოვა.
საბოლოო შედეგი – 3 ოქრო, 1 ვერცხლი, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი!
ჩემპიონები გახდნენ: ნიკა კენჭაძე (80 კგ), დაჩი ფირუზაშვილი (90 კგ) და მამუკა კორძაია (+90 კგ). ლევან ქელეხსაშვილმა (70 კგ) მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, დავით ხუციშვილმა (90 კგ) – მესამე.
ავტორი