როგორც ორგანიზაციის დამფუძნებელმა, ემიგრანტმა საფრანგეთიდან, ლევან ნიკოლაიშვილმა განაცხადა, საქართველოს ფარგლებს გარეთ იმაზე მეტი ემიგრანტია, ვიდრე ოფიციალური მონაცემებითაა ცნობილი და უმრავლესობა მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. იმისთვის, რომ დაცული იქნას ემიგრანტების სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, საჭიროა მათი აღრიცხვა და სწორედ ამ მიზნით იწყებს ორგანიზაცია “მე დავბრუნდები” ემიგრანტების აღწერას.
ლევან ნიკოლაიშვილი: “არასამთავრობო ორგანიზაცია “მე დავბრუნდები” ემიგრანტებმა რამდენიმე თვის წინ ჩამოვაყალიბეთ. ამ ორგანიზაციაში არიან გაწევრიანებულები ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნებიდან. ორგანიზაციის მიზანია, გავაერთიანოთ ემიგრანტები, გავაკეთოთ მსოფლიოს მასშტაბით ქართველი ემიგრანტების აღრიცხვა, რათა შესაძლებელი იყოს მათი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა. აღწერის შემდეგ, გაკეთდება ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი, რომელიც დახმარებას გაუწევს ემიგრანტებს, რადგან ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან. გარდა ამისა ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ მუშაობაში. ასე რომ, მინდა ყველა ემიგრანტი დაგვიკავშირდეს და გაწევრიანდეს ჩვენს ორგანიზაციაში.”
ორგანიზაციაში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები აქტიურად ერთიანდებიან.