ვერძი
იყავით მეგობრული გარშემო მყოფების მიმართ, მოერიდეთ ნეგატიური ემოციების გამოხატვას. საყვარელი ადამიანი ჭირვეული და ეჭვიანი გახდება.
კურო
განახორციელეთ იდეები, ნუ მოგერიდებათ შეცდომების დაშვების. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ. ჰკითხეთ მათ რჩევები.
ტყუპი
სიურპრიზებითა და დამთხვევებით მდიდარი დღე გელით. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად გამოიჩინეთ ინიციატივა.
კირჩხიბი
თქვენი იდეების გავლენიან მფარველებს მოეწონებათ და მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. საღამო საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ.
ლომი
დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ და დაიწყეთ აქტიური მუშაობა. პერიოდულად შეეხმიანეთ საყვარელ ადამიანს. საღამო პასიურ დასვენებას დაუთმეთ.
ქალწული
ფორტუნა გწყალობთ. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების დასრულებას. წარმატება გელით სასიყვარულო სფეროში.
სასწორი
საინტერესო და მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გაგიტაცებთ. საყვარელი ადამიანი გააბედნიერეთ.
მორიელი
ყურადღებიანი და აკურატული უნდა იყოთ დოკუმენტებთან მუშაობისას. უსიამოვნებების მოსაგვარებლად გავლენიან ახლობლებს შეეხმიანეთ.
მშვილდოსანი
აქტიური ხართ და მნიშვნელოვანი მომენტებით დატვირთული დღეც გელით. საღამო მეგობრებთან, თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა
საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ საქმიანი პარტნიორებისგან. თუმცა, “ტკბილ ტყუილს” ნუ დაიჯერებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.
მერწყული
საქმეებით დატვირთული დღე გელით. იყავით ყურადღებით, განსაკუთრებით წვრილმანებისადმი. პირადი ცხოვრება სიურპრიზებითაა აღსავსე.
თევზები
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ გავლენიანი ადამიანებისგან. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს შეხვდით მეგობრებს, მოიწყვეთ შოპინგი.