დღევანდელი განათლების სამინისტრო, მასწავლებელთათვის კატეგორიების მინიჭებას, მართებულად მიიჩნევს.
_ უნდა არსებობდეს კატეგორიები და ეს არავისთვის არ უნდა იყოს საწყენი. თუმცა, პედაგოგს არ უნდა სჭირდებოდეს, მთელი ცხოვრება, ერთი კატეგორიიდან მეორეზე გადასასვლელად. 60 წლის ასაკში და მერე არ უნდა მიენიჭოს მასწავლებელს უმაღლესი კატეგორია, ეს უფრო ადრე უნდა მოხდეს. არ უნდა იყოს ბარიერი რვა წელი, თუ ბარიერის დაძლევა ოთხ წელშია შესაძლებელი, _ მიიჩნევს განათლების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და ამბობს, რომ კატეგორიებით ბრძოლა, ეს ერთგვარი აზარტიც იქნება. ყოველივე ამას კი სკოლის ხელმძღვანელობა გადაწყვეტს და დაადგენს, ვის და რატომ სჭირდება კვალიფიკაციის ამაღლება.
კატეგორიების მინიჭება საინტერესო იმით იქნება, რომ პედაგოგებს ხელფასი ამ ნიშნით მიხედვით მიეცემათ.