გურიაში ძლიერი წვიმა და ქარია.
ქარიშხალი ამ დრომდე არ წყდება. მდინარეებიდან, ღელეებიდან და სხვადასხვა არხებიდან წყალი გადმოსულია გზებზე. განსაკუთრებით სოფლებში. ქარმა დააზიანა აგრარული კულტურა. სხვადასხვა ხეხილოვნები. ხეებიდან ძირს ჩამოყრილია ვაშლი, თხილი. დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოფლებს.
მოსახლეობა ამ ყველაფერს შეშფოთებით უყურებს და აღნიშნავენ ამინდის ცვალებადობის თავისებურებას.
კერძოდ, ისინი ამბობენ, რომ ძლიერი წვიმის დროს ნაკლებად ახსოვთ ასეთივე სიძლიერის ქარი.
_ ბუნებაა, ხან იწვიმებს, ხან ქარი იქნება. თუმცა ნაკლებად გვახსოვს ძლიერი წვიმის დროს ასეთი ქარი ყოფილიყოს. ასეთი ძლიერი წვიმის დაწყების დროს ქარი დგება, ახლა კი რაც უფრო ძლიერდება წვიმა, მით უფრო მატულობს ქარიც”,_ ამბობენ გურიის მაცხოვრებლები.
ავტორი