ის დღეს შემოქმედელ მიტროპოლიტ იოსებს შემოქმედის ეპარქიაში სტუმრობდა, შემდეგ კი თავის მშობლების საფლავთან მივიდა, სადაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრიც იმყოფებოდა. მოგვიანებით ვანო ჩხარტიშვილი საკუთარ სახლში მივიდა.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვანო ჩხარტიშვილი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას არ გეგმავს, ის ოზურგეთს რამდენიმე დღით სტუმრობს.
დღეს ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია “გურიას” სტუმრობდა, მაგრამ ტელევიზიაში ამის შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.
_ ნამდვილად არ ყოფილა ტელევიზიაში და არც არავის უთქვამს, რომ ის ოზურგეთშია, – გვითხრა ტელეკომპანია “გურიას” დირექტორმა ზურაბ გობრონიძემ.