ამონარიდი ვალერი შოშიაშვილის ჩვენებიდან: “მე დამიკავშირდნენ პროკურატურიდან და მითხრეს, რომ ყვარლის რაიონის სოფელ გრემში ტარდებოდა აუქციონი, რომელზეც გატანილი იქნება გრემის კულტურის სახლი. მე მონაწილეობა უნდა მიმეღო აუქციონში და შემეძინა იგი 700 000 ლარად. თუმცა მისი რეალური ფასი შეადგენდა 8130 ლარს (რაც დასტურდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნით).
აღნიშნული ქონების საწყისი ფასი 100 000 ლარი. მე დიდი გაჭირვებით მოვიძიე ბეს თანხა, რაც შეადგენდა 30 ათას ლარს და შევიძინე აუქციონში მონაწილეობის ბილეთი. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემთვის უცნობმა პირმა თბილისში მომაწოდა აუქციონში გამარჯვების დოკუმენტი. პირი გამეცნო როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქვე მინდა აღვნიშნო,რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიმიღია. მე არ გამაჩნდა ინფორმაცია გამოტანილი ქონების შესახებ. ბ.ბ.-მ განმიმარტა, რომ ამ ქონების გარდა სექტემბრის თვეში უნდა მიმეტანა 300 ათასი ლარი, რის შედეგაც დამიბრუნებდნენ ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაციას. ერთ ერთი შეხვედრის დროს მე განვუცხადე თუ რაიმე სახის ჯარიმა მეკუთვნოდა იგი დაეკისრა აუდიტის სამსახურს. რის პასუხადაც ისენი დამემუქრნენ,რომ შემესრულებინა ყველა მათი მითითება წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ ჩემი ოჯახის წევრებს”.
დაწვრილებით ინფორმაციებზე ხვალ ადვოკატები ისაუბრებენ.




























































