ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე იმავე სოფელში მცხოვრებ სულიკო ბერიშვილს დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა გულმკერდის არეში და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად სენაკში დააკავეს, ხოლო დანაშაულის იარაღს ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში ჩხრეკის შედეგად მიაკვლიეს.
გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით აწარმოებს. ჩადენილი დანაშაული შვიდიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.































































