და ბენდუქიძის ქმედებას, რომელმაც ის პირდაპირ ეთერში უცენზურო სიტყვით მოიხსენია, წვრილმან ხულიგნობას უწოდებს. ჟვანიას თქმით, ის ელოდა, რომ ჟურნალისტ ვახო სანაია მომხდარის გამო ბოდიშს მოიხდიდა, რაც, სამწუხაროდ, არ მომხდარა.
“ეს იყო ბენდუქიძის ტაქტიკური სვლა, რომ შეურაცხყოფით გადაეფარა ის, რაც მე ვთქვი. ბენდუქიძემ, მთელი თოქ-შოუს განმავლობაში, თავი წარმოაჩინა, როგორც საქართველოს ერთადერთმა პატრიოტმა, მსჯელობდა რა, რომ კრემლში “ერისიონის” ცეკვა არ იყო მიზანშეწონილი; ისაუბრა, ასევე, ოკუპაციაზე, 2008 წლის შემდგომ პერიოდზე. მე ვთქვი, რომ ბენდუქიძისგან “ერისიონის” კრიტიკა მიუღებელი იყო იმიტომ, რომ 1993 წლიდან მოყოლებული ( წელს 20 წელი სრულდება სოხუმის დაცემიდან ), ის მშვენიერ სიმფონიაში გახლდათ რუსეთის ხელისუფლებასთან, ჰქონდა ბიზნესი და მრჩევლადაც მუშაობდა. ბენდუქიძე სწორედ შეურაცხყოფით შეეცადა ჩემი ნათქვამის გადაფარვას,” _ განაცხადა ლაშა ჟვანიამ პრესკონფერენციაზე.
ჟვანიას თქმით, იმის გამო, რომ ბენდუქიძე უკვე ზრდასრულია და მისი ხელახლა აღზრდა შეუძლებელია, აუცილებელია საზოგადოებამ გაკიცხოს მისი ქმედება, რადგან ტელევიზორს იმ დროს მოხუცები და ბავშვებიც უყურებდნენ.
“სამწუხაროა თავად ბენდუქიძის ქმედება, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამას არ მოყვა რეაგირება ჟურნალისტის მხრიდან,” _ ამბობს ჟვანია და იმ მიზეზსაც ასახელებს, რის გამოც მან უარი თქვა პროდიუსერის შეთავაზებაზე, პასუხი გაეცა ბენდუქიძისთვის.
“მე შემომთავაზეს, რომ მეპასუხა, მაგრამ ბენდუქიძეს რომ უპასუხო, მას ამის ღირსად უნდა თვლიდე. ჩემი პასუხი გამოიწვევდა ვითარების დაძაბვას და ამით ზიანს მივაყენებდი საზოგადოებას, რადგან ეს ყველაფერი კინკლაობაში გადაიზრდებოდა, რისი მიზანიც ჰქონდა ბენდუქიძეს.”
ჟვანიას განცხადებით, სახეზეა ბენდუქიძის მიერ ჩადენილი წვრილმანი ხულიგნობა და მომხდარზე საქმის აღძვრა უნდა მომხდარიყო მყისიერად, მომჩივნის განცხადების გარეშე.




























































